ჩვენს კლინიკაში არსებული უახლესი თაობის ენდოსკოპი უზრუნველყოფს ლორწოვანი გარსის ე.წ. NBA რეჟიმით დათვალიერებას, რაც საშუალებას იძლევა პრაქტიკულად ნულოვან, in situ სტადიაზე სიმსივნის გამოვლენის. რაც შემდგომი სწორი მკურნალობის ხარჯზე პაციენტის სრული გამოჯანმრთელების გარანტიაა.
ენდოსკოპიურ განყოფილებაში ტარდება შემდეგი დიაგნოსტიკური და სამკურნალო მანიპულაციები და ჩარევები:
პოლიპის არსებობისას, პოლიპექტომია წარმოებს ენდოსკოპიურად, გარეგანი განაკვეთის გარეშე გასტროსკოპით და კოლონოსკოპით შესაბამისი მარყუჟების და ენდოსკოპიური ინსტრუმენტების გამოყენებით.
ენდოსკოპიური პროცედურები ტარდება ანესთეზიით, რაც მაქსიმალურად ამცირებს დისკომფორტს პაციენტისთვის.