ჩვენს შესახებ
„ხოზრევანიძის კლინიკა“ მულტიპროფილური, ბავშვთა და მოზრდილთა ასაკის პაციენტებზე ორიენტირებული სამედიცინო ცენტრია. კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, კომფორტული პალატებითა და საოპერაციო ბლოკებით. კლინიკა მუშაობს ხარისხის კონტროლის თანამედროვე ინდიკატორების გათვალისწინებით.

კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, კომფორტული პალატებითა და საოპერაციო ბლოკებით.
კლინიკის საწოლ ფონდი გათვლილია 100 საწოლზე.
დაარსებიდან დღემდე „ხოზრევანანიძის კლინიკა“ უზრუნველყოფს მრავალპროფილურ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ხარისხიან და უსაფრთხო სამედიცინო სერვისის მიწოდებას რეგიონში.
კლინიკა მუშაობს ხარისხის კონტროლის თანამედროვე ინდიკატორების გათვალისწინებითა და ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს.
2024 წლის ნოემბერში კლინიკას მიენიჭა AACI საერთაშორისო აკრედიტაცია, რომელიც მოქმედია მომდევნო 3 წლის განმავლობაში.
მაღალკვალიფიციური გუნდი
2025 წლის მონაცემებით ,კლინიკაში დასაქმებულია 283 თანამშრომელი:
• 102 – უმაღლესი სამედიცინო პერსონალი
• 77 – საშუალო მედპერსონალი
• 104 – ადმინისტრაციული გუნდი
მისია
უმაღლესი ხარისხის, ყოვლისმომცველი, ინდივიდუალური და პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურება, უსაფრთხო გარემო.
ხედვა
ვიყოთ რეგიონის წამყვანი სტაციონარული კლინიკა - აღიარებული, გამორჩეული პაციენტზე ზრუნვითა და ინდივიდუალური მიდგომებით.
ღირებულებები
თანაგრძნობა, სრულყოფილება, კეთილსინდისიერება, თანამშრომლობა, ინოვაცია, პატივისცემა და უსაფრთხოება.
2015
დაარსდა 2015 წელს
40+
40+ საწოლიანი სტაციონარი
კომფორტული პალატები
1st
კობლაციის ტექნოლოგია
საქართველოში პირველი
დირექტორის მიმართვა

„ხოზრევანიძის კლინიკა“ შეიქმნა იმ რწმენით, რომ თანამედროვე მედიცინა უნდა იყოს არა მხოლოდ მაღალტექნოლოგიური, არამედ ჰუმანური და ხელმისაწვდომი. 2015 წლიდან დღემდე, ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თითოეული პაციენტი გრძნობს, რომ მასზე ზრუნავენ.
ჩვენი ექიმები და თანამედროვე აპარატურა მუდმივი განვითარების პროცესშია, რათა უზრუნველვყოთ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უმაღლესი სიზუსტე.
გმადლობთ, რომ გვანდობთ თქვენს ყველაზე ძვირფას რესურსს – ჯანმრთელობას.
გელა ხოზრევანიძე
კლინიკის დამფუძნებელი
ხარისხი
ჩვენი კლინიკა მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს, საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების, ევროპული და ამერიკული გაიდლაინებისა და პროტოკოლების შესაბამისად.