ენდოკრინოლოგია

ენდოკრინოლოგია  (ბერძ. Endon  შიგნით, Crino  გამოვყოფ.  Logos  მოძღვრება ) მოძღვრება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების აგებულებასა და ფუნქციაზე. შეისწავლის  მათ მიერ გამომუშავებულ სპეციფიკურ პროდუქციების- ჰორმონების თვისებებსა და მოქმედებას, აგრეთვე ამ ჯირკვლების ფუნქციის მოშლით გამოწვეულ დაავადებებს. შინაგანი  სეკრეციის ჯირკვლები ( ენდოკრინული ) ეს, არის ორგანოები, რომლებიც გამოიმუშავებს სპეციფიკურ ნივთიერებებს და გამოყოფენ უშუალოდ სისხლში ან ლიმფაში.

ენდოკრინული ჯირკვლებია: ეპიფიზი,  ჰიპოფიზი, ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლები, პანკრეასი, თიმუსი, თირკმელზედა, სათესლე და საკვერცხე ჯირკვლები

ენდოკრინული დაავადებებია: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, უშაქრო დიაბეტი, ოსტეოპოროზი, სასქესო ორგანოების დაავადებები, სიმსუქნე და ა.შ.

ჩვენი ენდოკრინოლოგი თანამედროვე ლაბორატორიისა და ინსტრუმენტული კვლევის სხვა დამხმარე საშუალებების გამოყენებით, წარმატებით ახდენს ყველა ჩამოთვლილი დაავადების დროულ დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.