პედიატრია

პედიატრიული სამსახურის ფუნქცია 0-დან 18-წლამდე ასაკის ბავშვთა და მოზარდთა განვითარებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა

 

ჩვენი სერვისები:

🔘 ჯანმრთელ ახალშობილთა მეთვალყურეობა;

🔘 დღენაკლულ ბავშვთა მონიტორინგი;

🔘 ბავშვის ფიზიკური და კოგნიტური განვითარების შეფასება, დაავადებთა ამოცნობა ადრეულ ეტაპებზე;

🔘 ზედა და და ქვედა სასუნთქი გზების ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების, გულ- სისხლძარღვთა სისტების თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიების, კუჭ-ნაწლავის მწვავე და ქრონიკული, ჰეპატობილიარული სისტემის დაავადებებისა და საშარდე სისტემის ნოზოლოგიების მართვა;

🔘 სხვადასხვა ვიტამინებისა და მიკროელემენტების (,,დ’’ ვიტამინის, რკინის, კალციუმის, მაგნიუმის და სხვ.) დეფიციტით გამოწვეული  მდგომარეობების მართვა;

🔘 ალერგოლოგიური, ენდოკრინული და გენეტიკური დაავადებების პირველადი დიაგნოსტიკა და მართვა;

🔘 კოვიდ-19 შემდგომი გართულებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;

🔘 პედიატრიული ასაკის სხვა დაავადებები.

 

პედიატრის კონსულტაციასთან ერთად ხორციელდება:

🔘 საბაზისო ლაბორატორიული კვლევები;

🔘 რადიოლოგიური კვლევები: რენტგენი, ექოსკოპია;

 

ხოზრევანიძის კლინიკაში თქვენ დაგხვდებათ: ბავშვისადმი კეთილგანწყობილი გარემო, პერსონალი, რომელიც მოწოდებულია მინიმუმამდე შეამციროს ტკივილის ფაქტორი სხვადასხვა მანიპულაციების დროს.