🤰ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ქალი უნდა იყოს მზად როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა – თუ რამდენად არის ორგანიზმი მზად ჩასახვის, ორსულობისა და მშობიარობისთვის.
✅რა უნდა ვიცოდეთ, თუ ორსულობას ვგეგმავთ❓
🔹თუ თვლით რომ ჯანმრთელი ხართ, მაინც გაიარეთ აუცილებელი თერაპიული გამოკვლევა (სისხლის და შარდის საერთო ანალიზი, არტერიული წნევის კონტროლი და ა შ.)
⚠მომავალმა მშობლებმა ჩაიტარეთ გამოკვლევა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე (მიკოპლაზმა, ქლამიდია, ურეპლაზმოზი, ჰერპეს ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, სიფილისი, გონორეა, ტრიქომონიაზი). გამოკვლევის ჩასატარებლად უპირატესობა მიანიჭეთ პცრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია)-დიაგნოსტიკას.ინფექციის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებელია წყვილმა გაიაროს მკურნალობის სრული კურსი და მხოლოდ ამის შემდეგ დაგეგმოს ორსულობა
🔹მომავალმა მშობლებმა უარი უნდა თქვან მავნე ჩვევებზე – მამაკაცებს სჭირდებათ 3 თვე ჯანმრთელი სპერმატოზოიდების მოსამწიფებლად. ამ პერიოდში მათ უარი უნდა თქვან თამბაქოს მოწევაზე, ალკოჰოლზე, საერთო აბანოებით და საუნით სარგებლობაზე, უნდა შეზღუდონ ფიზიკური დატვირთვა
🔹თუ გაწუხებთ ქრონიკული დაავადებები (ჰიპერტონია, ასთმა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ვენების ვარიკოზი) აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს და მიიღეთ მათგან რეკომენდაცია, რომ ორსულობამ და მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიაროს
🔹ასევე მნიშვნელოვანია კონსულტაცია სტომატოლოგთან – ყველა სტომატოლოგიური პრობლემა სჯობს ორსულობამდე მოაგვაროთ
🔹ქალმა სასურველია, ორსულობამდე შეიმოწმოს საშვილოსნოს მილების გამტარიანობა, საშვილოსნოს გარე ორსულობის პრევენციის მიზნით
🔻ჩაიტარეთ ლაბორატორიოული კვლევა (ანალიზი) წითურას ანტისხეულებზე. თუ ანტისხეულები არ გაქვთ, ჩაიტარეთ წითურას პროფილაქტიკური ვაქცინაცია, რომ დაცვათ თავი და მომავალი შვილი იმ გართულებებისაგან, რასაც ეს ვირუსი იწვევს ორსულობის დროს. თუ ზუსტად გახსოვთ რომ გადატანილი გაქვთ წითურა, ლაბორატორიული კვლევის(ანალიზი) ჩატარება არ არის აუცილებელი.
🔹მნიშვნელოვანია ასევე ლაბორატორიული კვლევა (ანალიზი) ტოქსოპლაზმოზის ანტისხეულებზე – დაავადების გამომწვევი არის კატის პარაზიტი, ორსულობის დროს ნაყოფის მძიმე დაზიანებას იწვევს. არ მოეფეროთ ძაღლებსა და კატებს ორსულობის დროს. თუ შინაური ცხოველი გყავთ, მისი მოვლა დროებით სხვას მიანდეთ, კარგად დაიბანეთ ხელები ყოველი ჭამის წინ
👉თუ იღებთ ჰორმონალურ კონტრაცეფტივს, ორსულობის დაგეგმვამდე 3 თვით ადრე შეწყვიტეთ მისი მიღება, ხოლო არაჰორმონალური კონტრაცეფტივი, როგორიცაა, მაგალითად, სპირალი, შესაძლო ორსულობამდე 6 თვით ადრე უნდა ამოიღოთ. კონტრაცეფციის მეთოდად შეგიძლიათ კონდომი ან სპერმიციდები გამოიყენოთ
👌2-3 თვით ადრე დაიწყეთ ფოლიუმის მჟავის მიღება და განაგრძეთ 13 კვირის ორსულობის ვადამდე.
და ბოლოს: მნიშვნელოვანია, ამ ეტაპისთვის ფსიქოლოგიურად მომზადება თავიდანვე დაიწყოს მშობელმა. სასურველია მეტი დროის გატარება საბავშვო მაღაზიებში, სეირნობა და.ა.შ – ეს დადებითად დაგმუხტავთ.
🚼იმისათვის, რომ დაგეგმოთ სასურველი ორსულობა და თავიდან აიცილოთ არასასურველი, რომ ორსულობის პერიოდში ქალი რაიმე სერიოზული პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდეს, სასურველია, ორსულობის დაგეგმვამდე, ყველა საჭირო და აუცილებელი გამოკვლევა ჩაიტაროთ.
✔
ეს არის გინეკოლოგიური, სარძევე ჯირკვლის და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია (ბოლო დროს გახშირდა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, რომელიც მოქმედებს როგორც ორსულობაზე, ასევე მის მიმდინარეობაზე). ამ კვლევების შედეგად, თუ სადმე პრობლემა აღმოჩნდება, უკვე შესაბამისი სპეციალისტის მეთვალყურეობაა საჭირო. ასევე უნდა გაკეთდეს პაპტესტი, საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიური ანალიზი (მიკროსკოპში ხდება საშვილოსნოს ყელის უჯრედების გამოკვლევა).
❗ქალის რეპროდუქციულ ფუნქციას განაპირობებს განაყოფიერების უნარის მქონე კვერცხუჯრედი, რომელიც წარმოიქმნება საკვერცხის ფოლიკულებში. მწიფე კვერცხუჯრედის გადმოსვლა საკვერცხის ფოლიკულიდან – ოვულაცია – ხდება რითმულად ყოველ 21-35 დღეში. კვერცხუჯრედი ხვდება ე.წ. ფალოპის მილში, სადაც ხდება განაყოფიერება. განაყოფი-ერებული კვერცხუჯრედი ფალოპის მილიდან გადადის საშვილოსნოს ღრუში, მიეკრობა საშვილოსნოს კედლის ლორწოვანს და იწყება ჩანასახის განვითარება - ორსულობა.
⚠აბორტი არ წარმოადგენს არასასურველი ორსულობისაგან თავის დაღწევის უსაფრთხო და საუკეთესო მეთოდს. ორსულობის შეწყვეტა უარყოფითად მოქმედებს ქალის ორგანიზმზე; განსაკუთრებით საშიშია განმეორებითი აბორტები. აბორტის თავიდან აცილება შესაძლებელია თანამედროვე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით, მაგრამ თუკი აბორტი მაინც გარდაუვალია, მაშინ, მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად, დროულად უნდა მიმართოთ ექიმს.