ჩვენ შესახებ

კლინიკის  შესახებ

„ხოზრევანიძის კლინიკა“ მულტიპროფილური,  ბავშვთა და მოზრდილთა ასაკის პაციენტებზე  ორიენტირებული   სამედიცინო ცენტრია, რომელიც 40 საწოლზეა გათვლილი.  კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით,  კომფორტული პალატებითა და საოპერაციო  ბლოკებით.  კლინიკა მუშაობს ხარისხის კონტროლის თანამედროვე ინდიკატორების გათვალისწინებით.

კლინიკის ისტორია

“ხოზრევანიძის კლინიკა” 2015 წელს დაარსდა. თავდაპირველად, კლინიკის ძირითადი მიმართულება ოტორინოლარინგოლოგია იყო, აღნიშნული სპეციალიზაციით, პირველად საქართველოში, ჩვენს კლინიკაში დაინერგა თანამედროვე, . ცივი პლაზმის (კობლაცია) მეთოდით ოტორინოლარინგოლოგიური ოპერაციები.

 

მისია და ღირებულებები

ხარისხი - კლინიკაში მკურნალობა მიმდინარეობს უმაღლესი სტანდარტებით, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების,დასავლური (ევროპული და ამერიკული) გაიდლაინებისა და პროტოკოლების  გათვალისწინებით.

პროფესიონალიზმი - პასუხისმგებლობა, საქმისადმი ერთგულება და მაქსიმალური თავდადება - ამ პრინციპით მუშაობს ჩვენი გუნდის თითოეული წევრი

თანამედროვე მეთოდების დანერგვა - კლინიკა მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ, კლინიკის ექიმები მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში, სტაჟირებას გადიან უცხოეთის წამყვან კლინიკებში. ინერგება მკურნალობის და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები

პაციენტის უსაფრთხოება - პაციენტების და ლაბორატორიული ანალიზების იდენტიფიკაციის პროცესი, უსაფრთხო ქირურგიის პროტოკოლი, 
 მედიკამენტების მიმოქცევის და გამოყენების კონტროლის პროცედურა

ფასეულობა - ჩვენს მთავარ ფასეულობას პაციენტი და  კლინიკაში მომუშავე კვალიფიციური  თანამშრომლები წარმოადგენენ. კლინიკა ორიენტირებულია პაციენტის კმაყოფილებაზე, სწორედ ამიტომ, კლინიკაში მომუშავე ყველა დარგის  სპეციალისტი გამოირჩევა პაციენტების მიმართ განსაკუთრებული გულისხმიერებით და პროფესიონალიზმის  მაღალი სტანდარტებისკენ სწრაფვით.

კომფორტული გარემო - მყუდრო, ოჯახური ატმოსფეროს შექმნა, ერთადგილიანი პალატები,თანამედროვე ფუნქციონალური საწოლებით, ტელევიზია და უკაბელო ინტერნეტი, ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის სიმშვიდისა და კმაყოფილებისათვის.

სრულად ვენტილირებული სივრცე, სტერილურ სივრცეებში ჰაერის და წნევის მაჩვენებლების ვალიდაცია,შენობის ავტომატური მართვის სისტემებში ინტეგრირებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა.

ჩვენ ვქმნით ხარისხიან მედიცინას  რეგიონში !