ჰიპერჰიდროზის დროს აღინიშნება მოჭარბებული ოფლიანობა. ჰიპერჰიდროზის მქონე ბავშვები ხუთჯერ უფრო მეტად ოფლიანობენ ვიდრე სხვა ბავშვები. ამ მდგომარეობისას სხეულის ტემპერატურის დასარეგულირებლად საჭიროზე მეტი ოფლის გამოყოფა ხდება.
ჰიპერჰიდროზისას ოფლიანობა ყველაზე ხშირად გამოხატულია: ხელისგულების, იღლიების, საზარდულის და ფეხისგულების არეში
არსებობს ორი სახის ჰიპრეჰოდროზი: პირველადი და მეორადი.
პირველადი ჰიპერჰიდროზი გულისხმობს მინიმუმ ერთ ეპიზოდს კვირაში, ოფლიანობა ყოველთვის სიმეტრიულია, წყდება ძილის პერიოდში. გავლენას ახდენს ყოველდღიურ საქმიანობაზე. უარესდება სტრესულ სიტუაციებში და თბილ გარემოში. პირველადი ჰიპერჰიდროზის მქონე ბავშვებს ხშირად ჰყავთ ასევე ოჯახის სხვა წევრები, რომლებსაც ასევე აღენიშნებათ მომატებული ოფლიანობა.
მეორადი ჰიპერჰიდროზი განსხვავებული მდგომარეობაა, რომელსაც შესაძლოა იწვევდეს მაგალითად:
უფრო ხშირად ზრდასრულ ასაკში ვლინდება. შესაძლოა მოიცავდეს მთლიან სხეულს და გრძელდება ძილის პერიოდშიც.
გადაჭარბებულმა ოფლიანობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბავშვის ცხოვრების ხარისხზე, შესაძლოა გამოიწვიოს სირთულეები სკოლაში ფანქრის დაჭერის ან სამუშაო ფურცლების შევსებისას, რაც ძირითადად შფოთვის მიზეზი ხდება. ასევე გავლენას ახდენს ბავშვის თავდაჯერებულობაზე.
ჰიპერჰიდროზი განსაკუთრებით შემაწუხებელი ხდება პუბერტატის (გარდატეხის ასაკი) პერიოდში.
მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, ისეთები როგორიცაა: ადგილობრივი საშუალებები, მედიკამენტები, იონოფორეზი, ბოტოქსი და ქირურგიული ჩარევა.
ყველაზე ხშირად გამოიყენება ადგილობრივი საშუალებები: დეოდორანტები და ანტიპერსპერანტები. მშობლებს ხშირად აქვთ კითხვები ადგილობრივ სამკურნალო საშულებების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ასევე ასაკთან დაკავშირებით, თუ რა ასაკიდან შეიძლება აღნიშნული საშუალებების გამოყენება.
დეოდორანტების და ანტიპერსპერანტების გამოყენებისთვის განსაზღვრული ასაკი არ არსებობს, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად შემაწუხებელია ოფლიანობა, მოქმედებს თუ არა მოზარდის ცხოვრების ხარისხზე. მნიშვნელოვანია რომ არჩევანი შეაჩეროთ ისეთ საშუალებაზე რომელიც ჰიპოალერგიულია და შეიცავს ნაკლებ ქიმიურ ნივთიერებებს.
თამთა ვერძაძე - ბავშვთა ენდოკრინოლოგი