🌎 თანამედროვე სამყაროში, როდესაც ცხოვრების ტემპი ყოველდღიურად ჩქარდება, კვებასთან დაკავშირებული პრობლემები დგას ძალიან მწვავედ.
დროის დეფიციტის გამო ადამიანი იძულებულია იკვებოს სწრაფი კვების იბიექტებში (ფასფუდში), წაიხემსოს მოძრაობაში, იკვებოს არარეგულარულად.
👆ადრე თუ გვიან არაბალანსირებული ტირის კვება აისახება საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების მუშაობაზე. განსაკუთრებით კუჭზე. შეიძლება გაჩნდეს სიმძიმის შეგრძნება, დისკომფორტი, გულძმარვა, ბოყინი და ტკივილიც კი.
👩🏻⚕️ ტოპ ხუთეული
✅ მწვანილი
სასარგებლო უჯრედების წყარო, ვიტამინებისა და მინერალების საბადო. უმჯობესია მივირთვათ შერეული, მითუმეტეს მზა მიქსების შეძენა ახლა უკვე შეგიძლიათ ნებისმიერ მაღაზიაში.
✅ თხილეული
საუკეთესო წყარო სასარგებლო ცხიმებისა და ცილების. თუ ვერ ახერხებთ სრულყოფილად კვებას - ეს უკეთესია ვიდრე ფასფუდი.
✅ ჩირი
სხვადასხვა ხილის ჩირი- ქიშმიში, გარგარი, შავი ქლიავის, ფინიკი-გემრიელი და სასარგებლო წყაროა ნახშირწყლების და უჯრედისის. არაჩვეულებრივი ჩანაცვლებაა წახემსების.
✅ მარცვლეული და ქატო
ეს პროდუქტებიც მდიდარია უჯრედებით და ვიტამინების წყაროა.
ეხმარება მუშაობაში არა მარტო კუჭს არამედ ნაწლავებსაც. მაგრამ არის ერთი დეტალი: ადამიანები, რომლებსაც აქვთ ცელიაკია (გლუტენის შეუთავსებლობა) ეს პროდუქტები არ გამოადგებათ.
✅ კენკრა
ისინი ყველაზე გემრიელი ვიტამინებია. წითელი, მწვანე, ლურჯი და ყვითელი.
ნებისმიერი ფერის და გემოსი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთი კენკრის სახეობა წარმოადგენს ალერგენს და მჟავე გემოს. კენკრამ შეიძლება ხელი შეუწყოს კუჭის წვენის მჟავიანობის მომატებას, ამიტომ დიდი რაოდენობით მათი მირთმევა არ არის რეკომენდებული.