ენდომეტრიუმის და საშვილოსნოს ყელის არხის პოლიპები არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, ლოკალიზებული საშვილოსნოს ღრუში ანუ ენდომეტრიუმში ან საშვილოსნოს ყელის არხში. წარმოიქმნება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის (ენდომეტრიუმის) უჯრედების გადაჭარბებული ზრდის შედეგად.
პოლიპი შეიძლება იყოს საშვილოსნოს ტანის (საშვილოსნოს ღრუში) ან საშვილოსნოს ყელის (ცერვიკალურ არხში);
ენდომეტრიუმის პოლიპი ვაგინალური პათოლოგიური სისხლდენის ერთ-ერთი ხშირი გამომწვევი მიზეზია როგორც რეპროდუქციულ ასაკში, ასევე, მენოპაუზაში. ენდომეტრიუმის პოლიპი/პოლიპები გხვდება პათოლოგიური სისხლდენების 50%, ხოლო უნაყოფობის დროს 35% შემთხვევებში.
აგებულების მიხედვით პოლიპები შეიძლება იყოს: ჯირკვლოვანი, ჯირკვლოვან-ფიბროზული, ფიბროზული, ადენომატოზური.
ენდომეტრიუმის პოლიპის ზომა შეიძლება მერყეობდეს რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე და შეიძლება გაიზარდოს საშვილოსნოს ღრუს ნებისმიერ ადგილას.
ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. საშვილოსნოს პოლიპები გრძნობიარეა ჰორმონებისადმი და იზრდება სისხლში მოცირკულირე ესტროგენების ზეგავლენით.
ენდომეტრიუმს, სადაც ვითარდება პოლიპი, ახასიათებს ჰორმონული რეცეპტორული აპარატის შემდეგი თავისებურება: ჭარბობს ესტროგენის რეცეპტორები და ნაკლებია პროგესტერონის რეცეპტორების რაოდენობა. ესტროგენი იწვევს ენდომეტრიუმის უჯრედების სწრაფ გამრავლებას.
სიმპტომები
ფაქტორები
ენდომეტრიუმისა და საშვილოსნოს ყელის არხის პოლიპების წარმოქმნის ძირითადი მიზეზი არის ჰორმონალური თანაფარდობის დარღვევა, კერძოდ, ესტროგენის დონის მატება და პროგესტერონის დონის დაქვეითება. თანაფარდობის დარღვევა იწვევს ენდომეტრიუმის ზრდას, მაგრამ მენსტრუაციის დროს ლორწოვანი გარსის ჩამოფრცქვნა არ ხდება სრულფასოვნად რამდენიმე ციკლის განმავლობაში და ფორმირდება პოლიპი. ფაქტორები:
დიაგნოსტიკა
ენდომეტრიუმისა და საშვილოსნოს ყელის არხის პოლიპების ზუსტი დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია დაავადების ისტორიის შესწავლა, გინეკოლოგიური გასინჯვა, ტრანსვაგინალური ექოსკოპია, ენდომეტრიუმის ასპირაციული ბიოფსია. ოქროს სტანდარტად სამკურნალოდ მოწოდებულია ჰისტეროსკოპია და პოლიპექტომია (პოლიპის ამოკვეთა)
ჰისტეროსკოპია არის პროცედურა, რომლის ჩატარების დროსაც ხდება საშვილოსნოს ღრუს დათვალიერება/ინსპექცია და ოპერირება ტრანსცერვიკალური მიდგომით სპეციალური მოწყობილობის - ჰისტეროსკოპის გამოყენებით.
მკურნალობა
მედიკამენტოზური მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია ჩამოყალიბებული პოლიპების შემთხვევაში. ჰისტეროსკოპიური პოლიპექტომიის შემდეგ იზრდება დაორსულების შანსიც.
ჰისტეროსკოპიის შემდეგ რეციდივის ასაცილებლად აუცილებელია გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება და საჭიროების შემთხვევაში, საპროფილაქტიკო მკურნალობის ჩატარება.
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს: