👩🔬D-ვიტამინი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვიტამინია, რომელიც განაპირობებს ბავშვის ორგანიზმის ჰომეოსტაზსა და ძვლების ჯანმრთელობას.
⚠ მისი დეფიციტი ჩვილებში იწვევს რაქიტს, (0-36 თვე), ხოლო ზედა ასაკში- ოსტეომალაციას(ძვლების დარბილება)
21-ე საუკუნე ურბანიზაციის საუკუნეა. ადამიანები სულ უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ შენობებში და დახურულ სივრცეებში. ბუნებრივია ისინი მოწყვეტილნი არიან ბუნებას და მათ შორის მზის სხივებთან ურთიერთობას, რაც D-ვიტამინის დეფიციტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. მისი ნაკლებობა კი მრავალი დაავადების წინაპირობა შეიძლება აღმოჩნდეს.
D ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ორგანიზმის გამართული მუშაობისთვის. იგი გავლენას ახდენს არა მხოლოდ კალციუმის, ძვლისა და კუნთის ჯანმრთელობაზე, არამედ მოქმედებს პრაქტიკულად ყველა ორგანოთა სისტემაზე და არეგულირებს ორგანიზმის გამართულ მუშაობას. განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვს D ვიტამინს იმუნურ სისტემაზე, დღეისთვის უკვე დადასტურებულია, რომ იგი არის მძლავრი იმუნომოდულატორი. რას ნიშნავს ეს?! იმუნური სისტემის პრაქტიკულად ყველა უჯრედის ზედაპირზე არის D ვიტამინის რეცეპტორები, რომლის მეშვეობითაც D ვიტამინი არეგულირებს იმუნური სისტემის სრულფასოვან ფუნქციონირებას.
იმუნური სისტემის დაცვას უდიდესი როლი აქვს დღეს, COVID-19-ით გამოწვეული მსოფლიო პანდემიის დროს.
🔻 D-ვიტამინის დეფიციტით განპირობებული მდგომარეობები:
▪☑რაქიტი
▪☑ოსტეომალაცია
▪☑ოსტეოპოროზი
▪☑სიმსივნე
▪☑დიაბეტი
▪☑გ.ს.ს დაავადებები
▪☑იმუნოდეფიციტი
▪☑აუტოიმუნური დაავადებები
▪☑ნევროლოგიური დაავადებები:დეპრესია, დემენცია,
▪პარკინსონიზმი, გაფანტული სკლეროზი
👌✅პროდუქტები, რომლებშიც D-ვიტ შემცველობა ყველაზე მაღალია:
🐟➡ცხიმიანი ჯიშის ოკეანის თევზი-ლოსოსი, სკუმბრია, ცისფერი თევზი
🥛➡რძე და რძის პროდუქტები
🥚➡კვერცხი
🍄➡სოკო
🥦➡ყველაზე ნაკლებია-ბოსტნეულში
☀პროფილაქტიკა
👉▪ექსკლუზიურად ძუძუთი კვება
👉▪ძუძუთი კვების გაგრძელება 2 წლამდე
👉▪დამატებითი კვების დროულად დაწყება
👉▪კალციუმითა და D-ვიტ მდიდარი საკვების მიღება
👉▪მზის სხივებისადმი ექსპოზიცია
👉▪კოფეინის შემცველი(გაზიანი) სასმელების რაციონიდან ამოღება, რადგან იწვევენ ძვლებიდან კალციუმის კარგვას
✔⚠დიაგნოსტიკის მიზნით საუკეთესოა D-ვიტ სტატუსის განსაზღვრა.( ვიტ- D 25-ჰიდროქსივიტამინი)
💯ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია მაღალი სიზუსტის ლაბორატორიული კვლევების ჩატარება
გისურვებთ ჯანმრთელობას ! ❤