კონიუნქტივიტი

2023-01-23

🚩კონიუნქტივიტი

👁 კონიუნქტივიტი არის თვალისა და ქუთუთოს ამომფენი გარსის, კონიუნქტივის ანთება.

👉 ვირუსულ კონიუნქტივიტებს შორის ყველაზე გავრცელებული ფორმა არის ადენოვირუსული კონიუნქტივიტი. იგი გადადის კონტაქტური და ჰაერ-წვეთოვანი გზით. ხშირად თან ერთვის ზედა სასუნთქი გზების ინფექციები და ტემპერატურა.

👩‍⚕️ პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, ჰიგიენური ნორმების დაცვა, ოთახის ხშირი განიავება. კონიუნქტივიტმა შეიძლება დააზიანოს როგორც ერთი, ისე ორივე თვალი.

⤵️ კონიუქტივიტის სიმპტომებია:

🔹️თვალების სიწითლე/ ჩაწითლება;
🔹️თვალის ქავილი;
🔹️ცრემლდენა;
🔹️ქუთუთოების შეშუპება, შესიება;
🔹️გამონადენი, მათ შორის ჩირქოვანი, რაც იწვევს ქუთუთოების ერთმანეთზე შეწებებას და თვალის გახელა ძნელდება;
🔹️მწვავე კონიუქტივიტი ხანმოკლეა, გამოირჩევა შეტევითი ხასიათით გამაღიზიანებლის მიმართ, ხოლო ქრონიკული - მთელი წლის განმავლობაში ზომიერად მიმდინარეობს.

👉 თუ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც გაწუხებთ, მიმართეთ ოფთალმოლოგს დროული
და სწორი მკურნალობისთვის.


                                                                                                                                                            ოფთალმოლოგი - ნათია ცეცხლაძე