კერატოკონუსი
კერატოკონუსი აჭარაში თვალის საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. იგი თვალის გარეთა გარსის, რქოვანას არაანთებითი დეგენერაციული დაავადებაა, რომლის დროსაც რქოვანას ცენტრი თხელდება და კონუსივით ამოიბურცება;
კერატოკონუსი უმეტეს შემთხვევაში თავს იჩენს 10-დან 25 წლამდე ადამიანებში და პროგრესირებს 10-15 წლის განმავლობაში. 40 წლის ასაკისთვის დაავადება ძირითად შემთხვევებში წყვეტს განვითარებას.
პაციენტები უჩივიან მხედველობის თანდათან გაუარესებას. საწყის ეტაპზე კერატოკონუსი
ვლინდება როგორც ახლომხედველობა და ასტიგმატიზმი. ხშირ შემთხვევაში პაციენტი უჩივის გაორებას. დაავადების პროგრესირებასთან ერთად მხედველობის სიმახვილე ქვეითდება, ასეთ პაციენტებთან გაძნელებულია სათვალის შერჩევა.
კერატოკონუსის დიაგნოსტირების საუკეთესო და ყველაზე ზუსტი მეთოდი რქოვანას ტოპოგრაფიული კვლევაა, რომელიც შეგიძლიათ ჩაიტაროთ ჩვენს კლინიკაში Oculyzer -ის ულტრათანამედროვე აპარატით.
გახსოვდეთ, რეგულარული პროფილაქტიკური გამოკვლევები საშუალებას გვაძლევს დროულად აღმოვაჩინოთ და ეფექტურად ვუმკურნალოთ ამა თუ იმ დაავადებას.