🦠ჰელიკობაქტერ პილორი (Helicobacter pylori)-არის გრამუარყოფითი ბაქტერია, რომელიც სახლობს კუჭის ლორწოვანი გარსის კრიპტებში.
⭕ H.pylori იწვევს კუჭისა და 12 გჯნ-ის სხვადასხვა ტიპის დაზიანებებს, მაგალითად: გასტრიტი, დუოდენიტი, წყლულოვანი დაავადება, ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი (ძირითადად: B12, B 9 ), ფერიტინისა და რკინის დედიციტი.
🧫 ბოლო წლების მონაცემები მეტყველებენ Helicobacter Pylori-ის მჭიდრო კავშირზე კიბოს განვითარებასთან. საქართველოში სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით 70%-ს აღენიშნება ჰელიკობაქტერია.
➡️ხშირი სიმპტომები: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, გულძმარვა, ბოყინი, მადის დაკარგვა, შებერილობა, ყაბზობა, უსიამოვნო სუნი პირის ღრუში, უმიზეზოდ წონაში კლება, ჭინჭრის ციება და სხვა.
➡️ჰელიკობაქტერია გადაეცემა: ჰაერწვეთოვანი გზით, ნერწყვით, დაბინძურებული საკვებითა და წყლის მეშვეობით.
⭕დიაგნოზის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს სწრაფი სუნთქვითი ტესტი, რომელიც განსაზღვრავს პაციენტის მიერ ამოსუნთქულ ჰაერში ჰელიკობაქტერიის არსებობას და მის კონცენტრაციას. სუნთქვითი ტესტის პრინციპი ემყარება ფერმენტ ურეაზას აქტივობის განსაზღვრას, რომელსაც კუჭში ჰელიკობაქტერ პილორი გამოიმუშავებს შარდოვანას მიღებამდე და მიღების შემდეგ. ამიაკის და ნახშირორჟანგის წარმოქმნით ურეაზა შლის შარდოვანას.
🚩ჰელიკობაქტერ პილორის გამოკვლევა ხელმისაწვდომია ჩვენს კლინიკაში!
➡️გამოკვლევა ტარდება:
🔸️ დილით, უზმოზე (ბოლო კვება დასაშვებია 12 საათით ადრე ტესტამდე);
🔸️4-6 კვირით ადრე არ უნდა გქონდეთ მიღებული ანტიბიოტიკები;
🔸️2 კვირით ადრე - ანტაციდები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, ანთების საწინააღმდეგო ანტისეკრეტორული პრეპარატები, ვისმუტის პრეპარატები და ანალგეტიკები;
🔸️დილით, გამოკვლევამდე, აუცილებელია კბილების გახეხვა და პირის ღრუს საფუძვლიანი გამორეცხვა.
გასტროენტეროლოგი/დიეტოლოგი - მირანდა გაბაიძე