ჰერპეს ვირუსული ინფექცია

2022-04-19

ბუნებაში ვირუსის 80 -ზე მეტი სახეობაა გავრცელებული, თუმცა ადამიანში მხოლოდ 9 მათგანია საშიში. ყველაზე გავრცელებული მარტივი ჰერპესის ვირუსია, მოსახლეობის 90% მარტივი ჰერპესის ვირუსის მატარებელია.

 ჰერპესი-ბერძნული სიტყვაა და მცოცავს ნიშნავს, შესაბამისად ჰერპესის ვირუსი ერთი უჯრედიდან მარტივად გადადის მეორე უჯრედზე და თვით გენშიც კი აღწევს.

 3 წლამდე ასაკის ბავშვი 2/3 ჰერპეს ვირუსით ინფიცირებულია, ისინი ხშირად მუცლად ყოფნის პერიოდში დედისაგან ინფიცირდებიან. ახალშობილებში დაავადება გამოხატულია დაბადებისთანავე ან 4-6 კვირის შემდეგ.

 ვირუსი ორგანიზმში იჭრება კანიდან და ლორწოვანიდან. ორგანიზმში ერთხელ მოხვედრილი ვირუსი ნერვიულ დაბოლოებებში სახლდება და იქ სამუდამოდ რჩება. შეჭრის ადგილას ჰერპესი მტკივნეულ წყლულებით და ბუშტუკოვანი გამონაყარით მჟღავნდება. გამონაყარს წინ უძღვის წვა, ქავილი, ტკივილი. ბუშტუკები თანდათან ქრება, ხმება და ქერქით იფარება, ბოლოს ქერქიც ქრება და ვარდისფერ ლაქას ტოვებს, რომელიც დროთა განმავლობაში ქრება.

 როგორც წესი დაავადება თავს იჩენს იმუნური სისტემის დასუსტებისას, განსაკუთრებით გაცივების, ინფექციების, ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მიღების შემდეგ. ვირუსი უმეტესად აზიანებს:

-კანს;

-სახის ლორწოვან გარსებს;

-სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსებს;

-ცენტრალურ ნერვულ სისტემას (ენცეფალიტი, მენინგიტი).

 ბავშვებში ხშირია ჰერპესული სტომატიტი: პირის ლორწოვან გარსებზე, ღრძილებზე, ლოყების ლორწოვანზე, ენაზე და ტუჩების შიდა ზედაპირზე ჩნდება ბუშტუკები, რომელიც სკდება და წარმოქმნის მტკივნეულ ეროზიებს. შესაძლოა ამ პროცესებს თან ახლდეს მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი. ამ დროს მაღალია გაუწყლოების რისკი. ვინაიდან ბავშვი უარს აცხადებს საკვების და სითხის მიღებაზე.

 იმისათვის რომ ავიცილოთ თავიდან გენერალიზირებული ჰერპესული ინფექციები, რომლებიც ვლინდება შინაგანი ორგანოების და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, ვინაიდან მკურნალობა ინიშნება მხოლოდ შესაბამისი დიაგნოსტირების შემდეგ და არის კომპლექსური. მკურნალობა მოიცავს როგორც ანტივირუსულ პრეპარატებს ასევე გამონაყარზე წასასმელ მალამოებს და იმუნიტეტის გამაძლიერებელ საშუალებებს. მკურნალობის გარეშე დატოვებული ინფექცია უამრავ გართულებებს იწვევს.

ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალოსწინოთ:

-ავადმყოფ ადამიანთან ახლო კონტაქტისგან თავის შეკავება;

-გამონაყართან შეხების ან მალამოს წასმის შემდეგ აუცილებლად დაიბანეთ ხელები;

-არ გამოიყენოთ სხვისი პირადი მოხმარების ნივთები;

-რაც მთავარია, იზრუნეთ ძლიერ იმუნიტეტზე განსაკუთრებით ბავშვებში.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                პედიატრი - ნარგიზ სურმანიძე