ხოზრევანიძის კლინიკის ექთნებმა დაასრულეს პროფესიული უწყვეტი განვითარების პროექტის პირველი მოდული - ინფექციის კონტროლი და საუკეთესო საექთნო პრაქტიკა.
✅კურსის წარმატებით დასრულებისათვის მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. პირველი წარმატებული აქტივობა წევრ ექთნებს ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ია გელენიძემ, ხოზრევანიძის კლინიკის კლინიკურმა მენეჯერმა დალილა ცივაძემ, ქირურგიის ექთანთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო ლაგვილაამ და კრიტიკული მედიცინის ექთანთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირმა რაზმაძემ მიულოცეს.