ანტიბიოტიკების უსისტემო გამოყენება

2022-01-09

                           ანტიბიოტიკების უსისტემო გამოყენება

 

ანტიბიოტიკების ისტორია 7 ათეულ წელს მოიცავს. მათი აღმოჩენა ახალგაზრდა ირლაინდიელ ექიმს ალექსანდრე ფლემინგს ეკუთვნის.  თითმის 20 წლიანი მუშაობის შედეგად, პირველი ანტიბიოტიკის პენიცილინის წარმოება დაიწყო.

 

ანტიბიოტიკის შექმნის პირველ ხანებში, მიაჩნდათ რომ ბაქტერიებთან ბრძოლის პრობლემა გადაწყდა, თუმცა შემდეგ გაირკვა , რომ ანტიბიოტიკების არასწორი და ხშირი გამოყენება იწვევს „რეზისტენტული ბაქტერიების „ გაზრდის საშუალებას, ანუ ბაქტერია ეჩვევა ანტიბიოტიკს და არ იღუპება. დადგენილია, რომ „რეზისტენტული ბაქტერიები“ ჩნდება იქ, სადაც ანტიბიოტიკის არამიზნობრივი გამოყენება ხდება, ეს კი განაპირობებს დაავადების მძიმე ფორმებს, რის გამოც ადამიანს სულ უფრო და უფრო ხშირად დასჭირდება უფრო ძლიერი და ძვირად ღირებული ახალი თაობის ანტიბიოტიკები.

 

ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:

  • ანტიბიოტიკი მოქმედებს მხოლოდ ბაქტერიულ ინფექციაზე
  • ანტიბიოტიკი არ მოაქმედებს ვირუსზე
  • ანტიბიოტიკი შეიძლება იყოს ძლიერი ალერგენი
  • ანტიბიოტიკი არ არის ტემპერატურის დამწევი საშუალება
  • ნუ მიიღებთ და ნუ მისცემთ პატარას ანტიბიოტიკს ექიმის გარეშე
  • დანიშნული ანტიბიოტიკის კურსი აუცილებლად ბოლომდე უნდა ჩატარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში  შესაძლოა ბაქტერია სრულად არ განადგურდეს და ცოტა ხანში დაავადებამ კვლავ იჩინოს თავი.

 

ანტიბიოტიკების არადანიშნულებისამებრ გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს იმუნიტეტის დაქვეითება, რაც ზრდის ახალი ინფექციით დასნებოვნების რისკს, უსისტემო და გადაჭარბებული გამოყენება იწვევს:

  • ანტიბიოტკითან ასოცირებული დიარეა
  • სოკოვანი ინფექციები
  • სმენის დაქვეითება
  • ცვლილებები სისხლმბად სისტემაში

 

გვახსოვდეს!

  • ანტიბიოტიკის გამოყენება  ვირუსისგან არ გვიცავს, ამიტომ გრიპისა და გაციების დროს ნუ გამოვიყენებთ ანტიბიოტიკს ექიმის დანიშნულების გარეშე
  • ანტიბიოტიკის გამოყენებისას ზუსტად დაიცავით ექიმის მითითება დოზებისა და გამოყენების ვადების შესახებ.
  • არ შეწყვიტოთ მისი მიღება ვადაზე ადრე, მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ.

 

ანტიბიოტიკების უსისტემო გამოყენება აუცილებლად დააბრუნებს კაცობრიობას იმ ეპოქაში, როცა ანტიბიოტიკის არ არსებობის გამოინფექციურ დაავადებას ათასობით ადამიანი ეწირებოდა.

 

მე-20 საუკუნიდან მოყოლებული მეცნიერები ქმნიდნენ სულ ახალ და ხალ. უფრო ძლიერ და ეფექტურ ანტიბიოტიკებს და მაინც ჩნდებოდნენ მათ მიმართ რეზისტენტული ბაქტერიები. ეს პროცესი გრძელდება დღესაც და გადაუჭრელ პრობლემად რჩება . ბოლო 10 წელი თითქმის მაოიწურა ახალი ანტიბიოტიკის შექმნის შესაძლებლობა.

 

 

 

                                                                                                    ნარგიზ სურმანიძე - პედიატრი