ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი ენდოკრინული პეპლის ფორმის ორგანოა რომელიც განლაგებულია კისრის წინა ზედაპირზე ხორხსა და ლავიწის ძვალს შორის. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას აკონტროლებს თავის ტვინში მდებარე ჯირკვალი- ჰიპოფიზი, რომელიც გამოიმუშავებს თირეოტროპული ჰორმონს ( TSH ), რაც ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლიდან 2 ჰორმონის სინთეზს.თიროქსინს(T4) და ტრიიოდთირონინს (T3), . ისინი მნიშნელოვან გავლენას ახდენს ქსოვილებისა და ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებაზე. არეგულირებენ ორგანიზმში ნივთირებათა ცვლის სიჩქარეს.
ორგანიზმში რა ცვლილება შეიძლება მოყვეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას(ჰიპოთირეოზი) და ვინ შეიძლება დაავადდეს ჰიპოთირეოზით ყველაზე ხშირად? ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს განურჩევლად სქესისა და ასაკისა. უფრო ხშირია ქალებში და მათი სიხშირე იზრდება ასაკთან ერთად,.ჰიპოთირეოზის განვითარების რისკი იზრდება ასევე ორსულობის დროს, მშობიარობის შემდგომ და მენოპაუზის პერიოდში.
ჰიპოთირეოზის სხვა მიზეზებია:
თიროიდექტომია - ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციული გზით ამოღება;
რადიაქტიული იოდით მკურნალობა;
ზოგადად, რაც უფრო დაბალია ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე და რაც უფრო ხანგრძლივად ნარჩუნდება ეს დონე, მით მეტადაა გამოხატული ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და მით უფრო მძიმე ფორმებს იღებს.
სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი: აღნიშნული ფორმის დროს ადამიანს ჩივილები სუსტად აქვს გამოხატული ან საერთოდ არ აღენიშნება.
მძიმე ჰიპოთირეოზი: მძიმე ჰიპოთირეოზი ხასიათდება აშკარა კლინიკური გამოვლინებებით. ზოგიერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა დიაგნოზის დადგენისას, ზოგიერთს კი, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის ანალიზი მკვეთრად შეცვლილია, ჩივილები თითქმის არ აქვს და ჰიპოთირეოზის დიაგნოზის დასმა მხოლოდ ლაბორატორიული კვლევებითაა შესაძლებელი.
ბავშვთა ჰიპოთირეოზის ორ ძირითად ტიპს გამოყოფენ – თანდაყოლილს და შეძენილს.
თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი, იშვიათ პათოლოგიად მიიჩნევა. სათანადო ყურადღების გარეშე გონებრივი განვითარების მძიმე დარღვევებს იწვევს.
თიროიდული ჰორმონები ნორმალური დონე აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ჩამოყალიბებისა და ნორმალური ფუნქციონირებისთვის, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მუცლად ყოფნის პერიოდიდან სამ წლამდე. ორსულობის პირველი დაახლოებით 11 კვირა ჩანასახი მთლიანად დედისგან გადაცემულ თიროდულ ჰორმონებზეა დამოკიდებული, ამიტომ აუცილებელია, ორსულობის დადგომამდე დედის ორგანიზმში იყოს თიროიდული ჰორმონების ნორმალური დონე. ქალებს, რომლებიც ორსულობას გეგმავენ, ექიმები მოვუწოდებთ, მიმართონ ენდოკრინოლოგს და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური გამოკვლევა ჩაიტარონ. თუ დარღვევა გამოვლინდა, ენდოკრინოლოგი შეაფასებს ორსულობის შესაძლებლობას და დაგეგმავს მკურნალობას, რათა თავიდან ავიცილოთ ჰიპოთირეოზის არასასურველი გავლენა როგორც ორსულობასა და მშობიარობაზე, ისე ნაყოფის განვითარებაზეც.
ჰიპოთირეოზის ზოგადი სიმპტომები შეიძლება იყოს:
ჰიპოთირეოზის დიაგნოსტიკა:
ჰიპოთორეოზის დიაგნოსტიკა ხდება მარტივად, სისხლის შემდეგი ანალიზებით: თირეოტროპული ჰორმონი - TSH, თავისუფალი თიროქსინი - FT4 , საჭიროების შემთხვევაში - თავისუფალი სამი იოდთირონინი- FT3.
ჰიპოთირეოზის მკურნალობა
მკურნალობა ხდება იმ ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპიით, რომელსაც თქვენი ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობით.სინთეზური თიროქსინის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღიურად მთელი სიცოცხლის მანძილზე.მედიკამენტის დოზის შერჩევა ხდება ენდოკრინოლოგის მიერ დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე.
ასაკოვანი პირები, გულის დაავადებების მქონე პაციენტები: ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი მცირედ აძლიერებს გულის მუშაობას. აქედან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება აირჩიოს მკურნალობის უფრო კონსერვატიული მეთოდი ხანდაზმულ პაციენტებსა და გულის კორონარული დაავადების მქონე პირებში.
ორსულები: ორსულობის დროს პირველადი ჰიპოთირეოზის მედიკამენტური მკურნალობა არის სრულიად უსაფრთხო, უფრო მეტიც, ეს არის აუცილებელი ორსულობის ნორმალური მიმდინარეობის და ნაყოფის ნორმალური განვითარებისათვის. ორსულობის დროს ლევოთიროქსინის (F4) უფრო მაღალი დოზაა საჭირო. ძირითადად პირველ ტრიმესტრში. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური კვლევა საჭიროა ყოველ 4 კვირაში ერთხელ მედიკამენტის დოზის სტაბილიზაციამდე, შემდეგ - ტრიმესტრში ერთხელ. მშობიარობის შემდეგაც საჭიროა მედიკამენტის დოზის კორექცია.
გისურვებთ ჯანმრთელობას !
თამარ მუხაშავრია - ენდოკრინოლოგი