რა უნდა იცოდეთ საშვილოსნოს მიომის შესახებ?
თუ თქვენ დაგიდგინეს საშვილოსნოს მიომა, არ შეშინდეთ,
მოდით ერთად გავარკვიოთ რა არის ეს….
საშვილოსნოს მიომა ან ფიბრომა-არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული საშვილოსნოს კეთილთვისებიანი კვანძოვანი წარმონაქმნი (კუნთოვანი), რომელიც თითქმის არასოდეს გადაიქცევა კიბოდ.
რა იწვევს საშვილოსნოს მიომის განვითარებას?
• გენეტიკური წინასწარგანწყობა-თუ თქვენს დედას ან დას მიომა ჰქონდა, მისი განვითარების რისკი მაღალია;
• ჰორმონული დარღვევები;
•ადრეულ ასაკში მენსტრუაციის დაწყება;
• ენდომეტრიოზი;
• სასქესო ოგანოთა ანთებითი დაავადებები;
• ნივთიერებათა ცვლის დარღვევები (მათ შორის შაქრიანი დიაბეტი);
• ქრონიკული სისტემური დაავადებები;
• ჭარბი წონა და უმოძრაობა;
• ქრონიკული სტრესული მდგომარეობა;
• D ვიტამინის უკმარისობა.
საშვილოსნოს მომის ტიპები:
ზოგჯერ პაციენტი არც კი ეჭვობს, რომ მას აქვს საშვილოსნოს მიომა, რადგან ხშირად ეს მას არ აწუხებს და ასიმპტომურია. თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ არის ყველა ჩვენი პაციენტის შემთხვევაში.
რა სიმპტომების აღნიშვნა შეუძლიათ საშვილოსნოს მიომის არსებობის შემთხვევაში?
დასაწყისისთვის უნდა ითქვას, რომ სიმპტომების სიმძიმე დამოკიდებულია პირველ რიგში კვანძების ზომაზე, მათ რაოდენობას და ლოკალიზაციაზე.
ყველაზე ხშირი ჩივილები
საშვილოსნოს მიომას დიაგნოსტიკა
რთული არ არის: ჩვეულებრივ საკმარისია გინეკოლოგის კონსულტაცია და მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპიის ჩატარება (სასურველია ვაგინალური მიდგომით).
მკურნალობა
დინამიკური დაკვირვება (სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში) საკონტროლო მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპია 6 თვეში 1-ჯერ
მედიკამენტოზური (პატარა ზომის კვანძები სწრაფი ზრდის გარეშე, და სიმპტომების ეფექტური კონსერვატიული მკურნალობის შემთხვევაში). მკურნალობის მინიმალური კურსია 3-6 თვე, განსაზღვრულ ვადებში ჩატარებული თერაპიის ეფექტურობის შეფასებით.
ქირურგიული : მიომექტომია - კვანძების ამოღება (ლაპარასკოპიით ან ჰისტეროსკოპიით)
საშვილოსნოს არტერიის ემბოლიზაცია – ამ პროცედურის დროს ხდება სისხლძარღვის რომელიც კვებავს მიომურ კვანძებს ოკლუზია (ჩაკეტვა).
მიოლიზისი – მიომური კვანძის დაშლა შესაძლებელია მოყინვით, ლაზერით.
ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა) – რეკომენდებულია ქალებისთვის, რომლებიც შვილის გაჩენას აღარ აპირებენ და რომლებთანაც მედიკამენტური თერაპია უშედეგოა.
ნატალია დოროფეევა - გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი