კობლაცია - უალტერნატივო მეთოდი ოტორინოლარინგოლოგიაში

2021-05-05

                                         რა არის კობლაცია და რა უპირატესობები აქვს სხვა მეთოდებთან შედარებით?

 

ტონზილები (გლანდები, ნუშურები) ხახის ორივე მხარეს განლაგებული ლიმფური ქსოვილია, ადენოიდები კი - ცხვირის უკანა გასასვლელთან განლაგებული ლიმფური ჯირკვლებია. ტონზილები, როგორც ლიმფური ქსოვილის ნაწილი, მონაწილეობას იღებს იმუნური დაცვის პროცესებში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ და წარმოადგენს - პირის ღრუდან და ზემო სასუნთქი სისტემიდან ბარიერს ქვემო სასუნთქ სისიტემაში და საჭმლის მომნელებელ სისიტემაში. თუმცა, ზოგჯერ, ტონზილებიც და ადენოიდებიც, თავად ხდებიან ინფექციის წყარო და იმდენად იმატებენ ზომაში, რომ აფერხებენ სუნთქვის პროცესსაც. ამ დროს საჭირო ხდება ტონზილექტომია ან ადენოიდექტომია (გლანდების და ადენოიდების ამოკვეთა)

ტონზილექტომია(ე.წ. გლანდების ამოკვეთა) კლასიკური (ცივი მეთოდი) და თანამედროვე მეთოდებით კეთდება. თანამედროვე მეთოდებიდან დღესდღეობით უახლესი და უალტერნატივოა - კობლაციური მეთოდი

 კობლაცია სიტყვა მომდინარეობს „კონტროლირებადი აბლაციისგან“ Coblation (a word derived from "controlled ablation" კობლაცია გულისხმობს ცივი პლაზმური მეთოდით ტონზილების სრულ ამოკვეთას, რომელიც მიიღწევა ქსოვილების მოლეკულური კავშირების განცალკევებით, დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით 45°C- დან 55°C -მდე რაც განაპირობებს უსისხლო ოპერაციას, ოპერაციის შემდგომ პერიოდში ტკივილის მინიმუმამდე დაყვანას და სისხლდენის შემცირებას. ოპერაცია ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ტარდება და 15-20 წუთი მიმდინარეობს. იგივე, კობლაციური მეთოდით, წარმატებით ხდება ცხვირის ადენოიდური ვეგეტაციების (ადენოიდების/პოლიპების) მოცილება.

 

კობლაცია არის ინოვაციური ოპერაციის მეთოდი. მაღალგანვითარბულ ქვეყნებში (მაგ.: ა.შ.შ, გერმანია, ისრაელი) ერთხმად თანხმდებიან რომ კობლაცია არის ბაზარზე არსებული საუკეთესო საოპერაციო მეთოდი რამდენიმე მიზეზის გამო:

  • მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული ოპერაცია (მინიმალური ჩარევა).
  •  ცივი პლაზმა უზრუნველყოფს მხოლოდ სამიზნე ველის ზუსტ ამოკვეთას, გარშემო ქსოვილების დაუზიანებლობად
  • ოპერაციის დროს სისხლის დანაკარგი მინიმალურია.
  • ოპერაციის შემდგომ პაციენტის სახლში გაწერა ხდება უფრო მოკლე პერიოდში ვიდრე ტრადიციული მეთოდის გამოყენებისას და მათი გაწერის შემდგომი ჩივილებიც მნიშვნელოვნად ნაკლებია.
  • განსაუთრებით მიმზიდველია მშობლებისთვის, რადგან ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია გაცილებით უმტკივნეულოა, რაც უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ცხოვრების ჩვეულ რიტმში სწრაფად დაბრუნებას