სეზონური ხილი და იმუნიტეტი - რჩევები პედიატრისგან !

2020-05-25

🌐ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანის ჯანმრთელობას 15 %-ით სამედიცინო მომსახურება განსაზღვრავს, 15%-ით კი გენეტიკა, 70 %-ით კი ცხოვრების წესი და კვება.

გაზაფხული/ზაფხული - ეს ის პერიოდია, როდესაც უნდა დავიწყოთ ჩვენი და ჩვენი შვილების ორგანიზმის მომზადება ზამთრისთვის.

ამაში დაგვეხმარება სეზონური ხილი. ის მდიდარია ვიტამინებით, მიკროელემენტებით, ანტიოქსიდანტებით, შეიცავს ყველა მეტ სასარგებლო ელემენტებს. ახალი ხილი საკვები ბოჭკოების, პექტინის, ორგანული მჟავების, მინერალური მარილების (კალიუმი) ,რკინის წყაროა. ისინი წმენდენ ორგანიზმს ქოლესტერინისგან, რომლის მაღალი დონე სისხლში ათეროსკლეროზის მიზეზია. ასევე, აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას და დადებითად მოქმედებენ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.

მაგალითისთვის : დღეში 300 გრ მარწყვი უზრუნველყოფს C და D ვიტამინების დღიურ მოთხოვნილებას.

📌 რაც უფრო მეტი დრო გადის ხილის მოკრეფიდან, მით უფრო ნაკლები სასარგებლო ნივთიერებები რჩება მასში, ამიტომ მნიშვნელოვანია მივირთვათ ახალი სეზონური ხილი.

არასეზონურ ხილში ბევრი კონსერვანტი და ადამიანის ორგანიზმისთვის მავნე დანამატებია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ყოველდღიურად არანაკლებ 400 გრ და 5 სხვადასხვა სახეობის ხილი უნდა მივირთვათ !

ამერიკელი ბიოლოგების კვლევების თანახმად, სასურველია, ხილი მივირთვათ როგორც დამოუკიდებელი კვება, ანუ ცარიელ კუჭზე, ვინაიდან ხილი კუჭში მხოლოდ 15-20 წუთის განმავლობაში ჩერდება და სწორედ ნაწლავში ხდება ყველა ვიტამინისა და ანტიოქსიდანტის შეწოვა.

👩‍⚕სეზონურ ხილს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადამიანის ძლიერი იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში. ხილში შემავალი ვიტამინები და ნივთიერებები შეუძლებელია სრულფასოვნად ჩაანაცვლო სხვა ჯგუფის პროდუქტით.


                                                                                     ნარგიზ სურმანიძე - პედიატრი