შვრია (ჰერკულესი)
განვიხილოთ ეს პოპულარული პროდუქტი - მოკლე რეზიუმე
✅ რეგულარულად, (განსაკუთრებით ყოველდღიურად) არ არის რეკომენდებული გამოიყენოთ შვრია, არ აქვს მნიშვნელობა რა სახით (ფაფა, ქატო, ფანტელი) იმიტომ, რომ ამას შეიძლება მოყვეს, როგორც ნახშირწყლოვანი (ინსულინორეზისტენტობის განვითარება და სიმსუქნე), ასევე მინერალური ცვლის (ოსტეოპოროზი, კბილების მთლიანობის დარღვევა, რკინადეფიციტური ანემია, ბავშვებში რაქიტი, ყბის არასწორი განვითარება, კარიესი, ზრდაში ჩამორჩენა, დარღვევა, მასში არსებული ფიტინის მჟავას შემცველობით და მისი ფიტატური მარილებით (ეს არის ანტინუტრიენტი), რომელსაც შეუძლია შებოჭოს და გამოდევნოს ორგანიზმიდან K,P, Fe, Zn და სხვა მიკროელემენტები.
✅ რომ შევამციროთ შვრიის უვნებლობა, უმჯობესია გამოვიყენოთ მთლიანმარცვლოვანი შვრია, რომელიც არ არის დამუშავებული ორთქლით (ყველა ფანტელი დამუშავებულია ორთქლზე) იმიტომ, რომ მასში შენახულია ფერმენტი ფიტაზა, რომელიც შლის ფიტატებს და ფიტინის მჟავას არააქტიურს ხდის.
✅ თუ კი წონაში იკლებთ, მაშინ ფანტელების მიღება პირველადი დაფქვევით მდუღარე წყლის გამოყენებით ( არა მოხალული, ეს უკვე სწრაფი ნახშირწყალია) შესაძლოა, მაგრამ არა უმეტეს ერთჯერ კვირაში, სხვაგვარად მივყავართ თანდათანობით მინერალური უკმარისობის განვითარებამდე.
✅ ბავშვებზე შეიძლება გამოყენება მე-2 და მე-3 ხარისხის დაფქვევით ან მოვხარშოთ მთლიანმარცვლოვანი შვრია, თუმცა ვკვებოთ ისინი შვრიით (და ასევე სხვა მარცვლეულით) არა ხშირად (რადგან არ არის ზუსტი მონაცემები უვნებელი გამოყენებისთვის). იმიტომ, რომ ეს სახეობა მომზადებისას მთლიანად ვერ ააცილებს ფატატების შემცველობას. არსებობს რეკომენდაცია, რომელშიც მოხსენებულია, რომ ბავშვები 6 წლამდე და ორსული ქალები უნდა იკვებონ მინიმალური ფიტინური მჟავების შემცველი პროდუქტებით.
✅ რომ შევამციროთ მინერალური ცვლის დარღვევის რისკი, შვრიის მოყვარულებს ვურჩევთ კვების რაციონში აუცილებლად დაუმატონ D ვიტამინის შემცველი პრეპარატი (სისხლში მისი შემცველობის განსაზღვრის შემდეგ), ასევე კალციუმი და მაგნიუმი (უმჯობესია ხელატების სახით), ვიტამინ C (ასკორბატის სახით და ვიტამინი A.
გასტროენტეროლოგი/დიეტოლოგი - მირანდა გაბაიძე