თავიდან შეიძლება უბრალოდ იგრძნოთ მსუბუქი დისკომფორტი ან ცხვირის გაჭედვა, მაგრამ დროთა განმავლობაში ადამიანი იწყებს პირით სუნთქვას, რაც იწვევს ყელის სიმშრალეს, ხვრინვას, დაღლილობას და ჟანგბადის ნაკლებობას ორგანიზმში.
ცხვირი არ არის მხოლოდ ჰაერის გამტარი ორგანო - ის ასუფთავებს, ათბობს და ატენიანებს ჰაერს. ამიტომ, როცა ცხვირი ვერ მუშაობს სწორად, მთლიანი სუნთქვითი სისტემა ირღვევა.
ცხვირით სუნთქვის გაძნელების მთავარი მიზეზები
1. ცხვირის ძგიდის გამრუდება (Septum deviation)
ცხვირის შიდა კედელი, ძგიდე ზოგჯერ ტრავმის შედეგად ხდება გადახრილი ერთ მხარეს. ეს იწვევს ცხვირის ერთი ან ორივე არხის შევიწროებას, რის გამოც ჰაერი ვერ მოძრაობს თავისუფლად.
ძგიდის გამრუდება განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ბავშვობიდან და რჩება შეუმჩნეველი წლების განმავლობაში.
2. ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფია (Turbinate hypertrophy)
ცხვირის ნიჟარები პატარა სტრუქტურებია, რომლებიც ჰაერს ასუფთავებენ და ატენიანებენ. თუმცა ალერგიის, ქრონიკული ანთების ან ჰორმონალური ცვლილებების შედეგად ისინი შეიძლება გაიზარდონ და ცხვირის არხი დაავიწროვონ.
3. ალერგიული და ვაზომოტორული რინიტი
ალერგია მტვრის, ყვავილის მტვრის, ცხოველის ბეწვის ან სხვა ალერგენების მიმართ იწვევს ლორწოვანი გარსის შეშუპებას. იგივე შედეგი შეიძლება ჰქონდეს ჰორმონალურ ან ვაზომოტორულ რინიტსაც, როდესაც ცხვირის სისხლძარღვები ზედმეტად რეაგირებენ ტემპერატურის, სტრესის ან ტენიანობის ცვლილებაზე.
4. ცხვირის პოლიპები
ცხვირში ან წიაღებში განვითარებული რბილი წარმონაქმნები, ე.წ. პოლიპები, ხშირად იწვევენ ცხვირის სრულ ბლოკირებას. პოლიპები ნელა იზრდება და ხშირად სიმპტომების გარეშე ვითარდება მანამ, სანამ სუნთქვა საგრძნობლად არ გაძნელდება.
5. ქრონიკული სინუსიტი
ხანგრძლივი ანთება ცხვირის წიაღებში იწვევს მუდმივ შეშუპებას, ლორწოს დაგროვებას და სუნთქვის გაძნელებას. ასეთ დროს ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ასევე თავის ტკივილი, ზეწოლის შეგრძნება შუბლში ან სახეზე და დაღლილობა.
6. ცხვირის ტრავმა ან თანდაყოლილი ანომალია
ცხვირის ძვლების მოტეხილობა ან დეფორმაცია შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის მექანიკური დაბრკოლება.
სიმპტომები, რომლებიც არ უნდა იგნორირდეს
ეს სიმპტომები ხშირად ყოველდღიურ რუტინას იმდენად ერგება, რომ პაციენტი მათ ყურადღებას აღარ აქცევს , თუმცა სწორედ ამ ეტაპზეა მნიშვნელოვანი პროფესიონალური შეფასება.
დიაგნოსტიკა – როგორ ვადგენთ ზუსტ მიზეზს
თანამედროვე მედიცინა საშუალებას იძლევა ცხვირის ღრუს დეტალური და უმტკივნეულო შეფასება ჩატარდეს.
ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა ითვლება „ოქროს სტანდარტად“. სპეციალური კამერის მეშვეობით ექიმი ზუსტად ხედავს ცხვირის შიდა სტრუქტურებს, ნიჟარებს, პოლიპებს და ძგიდის მდგომარეობას.
კვლევა სრულად უმტკივნეულოა და გრძელდება რამდენიმე წუთი.
ზოგიერთ შემთხვევაში ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) – რომელიც აჩვენებს წიაღების მდგომარეობას და თუ საჭიროა ქირურგიული ჩარევა, ეხმარება ოპერაციის დაგეგმვაში,
მკურნალობა
მკურნალობა ყოველთვის ინდივიდუალურად ინიშნება, გამომწვევი მიზეზის მიხედვით.
კონსერვატიული მკურნალობა
თუ პრობლემა გამოწვეულია ალერგიით ან მსუბუქი ანთებით, გამოიყენება მედიკამენტური მკურნალობა:
ქირურგიული მკურნალობა
როდესაც მედიკამენტური თერაპია არ არის საკმარისი, გამოიყენება ენდოსკოპიური ქირურგიული მეთოდები, რომლებიც დღეს ითვლება უსაფრთხო, ზუსტ და ეფექტურ გადაწყვეტად.
ენდოსკოპიური სეპტოპლასტიკა
ეს არის ცხვირის ძგიდის გასწორების ოპერაცია, რომელიც სრულდება ენდოსკოპის დახმარებით, მცირე ჭრილობის გარეშე, მინიმალური სისხლდენით და სწრაფი რეაბილიტაციით.
ტურბინოპლასტიკა
ცხვირის ნიჟარების შემცირების ოპერაცია, რომელიც აღადგენს ჰაერის გამტარობას და ამცირებს გაჭედვის შეგრძნებას.
პოლიპების ენდოსკოპიური ამოღება
პოლიპები სრულად ამოიჭრება და პაციენტი დაუყოვნებლივ გრძნობს სუნთქვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.
ენდოსკოპიური მეთოდების მთავარი უპირატესობაა:
რატომ არის მნიშვნელოვანი დროული ჩარევა
ცხვირით სუნთქვის მუდმივი გაძნელება იწვევს ჟანგბადის დეფიციტს, რაც აისახება ტვინის, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე. ადამიანი თავს გრძნობს დაღლილად, უძილოდ, კონცენტრაციის გარეშე.
გარდა ამისა, ქრონიკული ცხვირის პრობლემები ხშირად იწვევს შუა ყურის ანთებას, სინუსიტს და სმენის დაქვეითებასაც.
დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა უზრუნველყოფს როგორც ჯანმრთელობის, ისე ცხოვრების ხარისხის სრულად აღდგენას.
თანამედროვე ენდოსკოპიური მკურნალობა ხოზრევანიძის კლინიკაში
ხოზრევანიძის კლინიკაში ცხვირით სუნთქვის გაძნელების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ტარდება უახლესი ენდოსკოპიური ტექნოლოგიებით.
ჩვენი ოტორინოლარინგოლოგები იყენებენ მინიმალური ინვაზიურობის მქონე მეთოდებს, რაც ნიშნავს:
ჩვენთან პაციენტს უტარდება სრული დიაგნოსტიკა - ენდოსკოპიური კვლევა, საჭიროების შემთხვევაში CT- კომპიუტერული ტომოგრაფია და ინიშნება მხოლოდ ინდივიდუალურად შერჩეული მკურნალობა.
თუ გრძნობთ, რომ ცხვირით სუნთქვა ხშირად გიჭირთ, გაწუხებთ ხვრინვა, დაღლილობა ან ალერგიული სიმპტომები - ნუ გადადებთ ვიზიტს.