რატომ იმატებს არტერიული წნევა ზაფხულში

2025-07-21

რა გავლენას ახდენს სიცხე წნევაზე

  • სიცხის დროს ორგანიზმი ცდილობს გაგრილებას. შედეგად, სისხლძარღვები ფართოვდება და წნევა იკლებს.
  • მაღალი ტემპერატურა აჩქარებს გულისცემას, რაც დამატებით ზეწოლას ახდენს არტერიულ წნევაზე.
  • ოფლიანობის დროს სხეული კარგავს წყალსა და მარილებს, რაც გავლენას ახდენს მედიკამენტების შეწოვასა და ეფექტურობაზე.

 

შედეგები შეიძლება იყოს

  • წნევის უეცარი ვარდნა ან მომატება
  • სისუსტე, თავბრუსხვევა, არითმია
  • საჭიროების შემთხვევაში - გადაუდებელი დახმარება

 

როგორ დავიცვათ თავი ზაფხულში წნევის მერყეობისგან

  • აკონტროლეთ წნევა დილით და საღამოს
  • დალიეთ საკმარისი წყალი
  • მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს დღის პიკზე (12:00 – 17:00)
  • არ მიიღოთ მედიკამენტები თვითნებურად, ექიმის კონსულტაციის გარეშე
  • არ გამოტოვოთ კვება, რადგან დაბალი გლუკოზა აუარესებს მდგომარეობას

 

როდის არის აუცილებელი კონსულტაცია ექიმთან

  • როცა წნევა არასტაბილურია
  • თუ იღებთ რამდენიმე მედიკამენტს ერთდროულად
  • თუ გაქვთ ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, თირკმლის დაავადება და სხვა

დარეგისტრირდით კარდიოლოგთან ან თერაპევტთან ხოზრევანიძის კლინიკაში:
0422 22 71 71