რატომ არის მნიშვნელოვანი MRI კვლევა?
MRI ანუ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და უსაფრთხო დიაგნოსტიკური მეთოდია. ის საშუალებას გვაძლევს დეტალურად შევისწავლოთ რბილი ქსოვილები, ტვინი, ხერხემალი, სახსრები და სხვა ორგანოები ყოველგვარი მავნე სხივების გამოყენების გარეშე.
თუ გაწუხებთ ქრონიკული ტკივილი, გაჩნდა უცნობი სიმპტომები ან გსურთ დეტალური დიაგნოზის დადგენა MRI შესაძლოა თქვენთვის სწორი გამოსავალი იყოს.
როდის არის რეკომენდებული MRI?
MRI ინიშნება, როდესაც საჭიროა რბილი ქსოვილების დეტალური გამოკვლევა. ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
თუ გრძელვადიანად გაწუხებთ ტკივილი, განსაკუთრებით ზურგის, კისრის ან სახსრების არეში, MRI დაგეხმარებათ ძირეული მიზეზის პოვნაში.
თავს ტკივილის, თავბრუსხვევის, დაბინდული ხედვის ან სხვა ნევროლოგიური სიმპტომების დროს MRI აუცილებელი ინსტრუმენტია ტვინის ანევრიზმების, სიმსივნეების ან ნერვული პათოლოგიების გამოსავლენად.
MRI დეტალურად აჩვენებს სახსრებს, მალებსა და მალათაშუა დისკებს. განსაკუთრებით ეფექტურია დისკის თიაქრის, ართროზის ან ტრავმული დაზიანებების დიაგნოსტიკაში.
რომელი სპეციალისტები ნიშნავენ MRI-ს?
MRI კვლევა ინიშნება სხვადასხვა სპეციალისტის მიერ, დამოკიდებულია სიმპტომებზე:
როგორ მივმართოთ სპეციალისტს?
MRI-ს გაკეთება შესაძლებელია როგორც სპეციალისტის დანიშნულებით, ასევე თქვენს სურვილზე დაყრდნობით. თუმცა, სწორი დიაგნოზისთვის ყოველთვის რეკომენდებულია წინასწარი კონსულტაცია.
ხოზრევანიძის კლინიკაში შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია და ჩაიტაროთ კვლევა ერთ სივრცეში – სწრაფად და პროფესიონალურად.
MRI-ის რისკები და უსაფრთხოება
MRI არის არაინვაზიური და უსაფრთხო პროცედურა, რადგან არ იყენებს რადიოაქტიურ სხივებს. თუმცა, არსებობს რამდენიმე შეზღუდვა:
ყველა დეტალს წინასწარ აგიხსნიან ჩვენი სპეციალისტები.
ნუ დააყოვნებ, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება
MRI არ არის მხოლოდ დიაგნოსტიკური პროცედურა. ეს არის გზა, რომელიც მიგვიყვანს მკურნალობის სწორ გზაზე და დაგვეხმარება გართულებების თავიდან აცილებაში.
თუ გაწუხებს სიმპტომები, გაქვს კითხვები ან გსურს დარწმუნდე ჯანმრთელობაში, დროა შეამოწმო.