,,ხოზრევანიძის კლინიკა ‘’ მონაწილეობს
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, რაც ითვალისწინებს :
- გეგმიური ქირურგიული მომსახურების დაფინანსებას (ზოგადი ქირურგია, გინეკოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, ბავშვთა ქირურგია, ტრავმატოლოგიური მომსახურება, უროლოგია, ოფთალმოლოგია, ნეიროქირურგია, პლასტიკური ქირურგია და სხვა )
- კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგიის დაფინანსებას
- სტომატოლოგიური მომსახურებას ზოგადი ანესთეზიით
- CT კვლევის დაფინანსებას მიზნობრივი ჯგუფისთვის.
აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებში:
- მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების ქვეპროგრამა; (სამედიცინო მომსახურების დაფინანსება მინიმალური პაკეტის მფლობელებისთვის,ან სახელმწიფო პროგრამის ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში,თვალის ინტრაოკულარული ინექციები, ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობა ანტიანგიოგენური მედიკამენტებით და სხვ)
- გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამა ( სამედიცინო მომსახურება, რაც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით, კარდიოქირურგიული მომსახურების თანაგადახდა, გულის ან/ და კორონარული არტერიების ანგიოგრაფია, კარდიოვერსია, ენდოკარდიული ელექტროფიზიოლოგიური კვლევა და სხვა სადიაგნოსტიკო კვლევები)
- სახსრების ენდოპროთეზირების ქვეპროგრამა (ითვალისწინებს ბენეფიციარებისთვის სახსრების ჩანაცვლებას ხელოვნური იმპლანტით)
- სამედიცინო მომსახურების თანადაფინასების პროგრამა ( გეგმიური ქირურგიული ჩარევების თანადაფინანსება მიზნობრივი ჯგუფებისთვის)
- ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება (ქირურგიული ჩარევების თანადაფინანსება სრულად,ასევე სამედიცინო მომსახურების ხარჯები, რაც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით)
- მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის ქვეპროგრამა (ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ CT . MRT, ანგიოგრაფიული კვლევები)
მუნიციპალიტეტების მერიის ქვეპროგრამები:
სხვადასხვა სპეციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების ქვეპროგრამა
ქ. ბათუმის მუციპალიტეტის პროგრამები:
მოქალაქეთა ინდივიდუალურისამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში ფინანსდება:
- CT / MRI- კვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია/მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია), კოლონოსკოპია, გასტროსკოპია
- ანგიოგრაფია, გულის ან/და კორონარული არტერიების ანგიოგრაფია, გულის კომპიუტერული კორონაროგრაფია
- გეგმიური ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსება