ტინიტუსი - ხმაური ყურში

2024-11-12

                                                              

                                                                       ტინიტუსი

 

ტინიტუსი, ანუ ყურების შუილი, ძალიან გავრცელებული პრობლემაა, რომელიც მილიონობით ადამიანს აწუხებს. ასიდან 10-15 ადამიანი მათ შორის, განსაკუთრებით 55-65 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ამ მდგომარეობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ყოველდღიურ აქტივობაზე, ძილზე და შრომისუნარიანობაზე.

 ტინიტუსი არ არის დაავადება და შეიძლება სხვადასხვა დაავადებების ერთ-ერთი სიმპტომი იყოს.

 

ტინიტუსის მიზეზები

ტინიტუსი შესაძლოა გამოწვეული იყოს:

  • გარეგანი ფაქტორებით: მუდმივი ხმაური, როგორიცაა მშენებლობა ან მუსიკა.
  • სამედიცინო მდგომარეობებით :ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია სმენის დაკარგვა ან სასმენი აპარატის დაზიანება. სხვა მიზეზებში შედის ყურის ინფექციები, გულის ან სისხლძარღვების დაავადება, მეენიერის დაავადება, ტვინის სიმსივნე, ემოციური სტრესი, გარკვეული მედიკამენტების ზემოქმედება, თუმცა ძირითად მიზეზად ითვლება დეპრესია.

 

სიმპტომები

პაციენტები აღწერენ ტინიტუსის ხმაურს როგორც:

  • ზუილი
  • წუილი
  • კაკუნი
  • შიშინი

 

“გარდა ყურებში არსებული მუდმივი ხმებისა, ტინიტუსის სიმპტომები ძალიან ბევრ პაციენტს ასუსტებს, ძილის ნაკლებობას იწვევს, სოციალურ იზოლაციას, შფოთვასა და დეპრესიას, ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვნად ამცირებს პროდუქტიულობასა და ცხოვრების ხარისხს“

ახალი კვლევა ფოკუსირებული იყო ტინიტუსის შესწავლაზე ადამიანებში, რომლებსაც სმენის პრობლმები არ ჰქონდათ. მათ აღმოაჩინეს, რომ ამ ადამიანებს სმენის ნერვი გარკვეული ხარისხით დაქვეითებული აქვთ, რისი აღმოჩენაც ჩვეულებრივ სმენის ტესტებითაა შესაძლებელი.

 

  • როგორი გამოკვლევა უტარდება პაციენტს, რომელსაც ტინიტუსი აწუხებს?

 

დიაგნოსტიკაში უდიდეს როლს ასრულებს ანამნეზიავადმყოფობის ისტორია. გასათვალისწინებელია, უეცრად წარმოიშვა ტინიტუსი თუ თანდათანობით, ცალმხრივია თუ ორმხრივი, რა ტიპისაამოპულსირე, მერყევი, მუდმივი თუ პერიოდული, როგორია მისი სიხშირის დიაპაზონიძალიან მაღალი, მაღალი, საშუალო თუ დაბალი, სუფთა ტონალობისაა თუ არა, მრავალი ხმის ერთიანობით ხომ არ არის გამოხატული, იცვლება თუ არა მისი დიაპაზონი დროთა განმავლობაში და სხვა.

 

თუ თერაპევტმა მიიჩნია, რომ ჩივილი ყურის პრობლემას უკავშირდება, პაციენტს ოტოლარინგოლოგთან გაგზავნის. აქ მას ჩაუტარდება ოტოსკოპია და აუცილებელი აუდიოლოგიური კვლევა. ოტოსკოპიით ადგენენ გარეთა ყურის პრობლემებს და შუა ყურის ზოგიერთ მწვავე და ქრონიკულ პათოლოგიას. აუდიოლოგი აფასებს სმენის ნერვის მდგომარეობას სუბიექტური და ობიექტური აუდიომეტრიით. თუ ტინიტუსის მიზეზი კვლავ გაურკვეველი დარჩა, კვლევას განაგრძობენ ნევროლოგი ან ნეიროოტოლოგი.

 

მკურნალობის გზები მოიცავს:

  • მედიკამენტები: გამომწვევი ფაქტორების შემცირების მიზნით.
  • ფსიქოლოგიური დახმარება: სტრესისა და დაძაბულობის მართვა.
  • სმენის აპარატები: სმენის დაქვეითების შემთხვევაში.

 

პრევენცია

ტინიტუსის პრევენციისთვის აუცილებელია:

  • ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა
  • სტრესის თავიდან აცილება
  • ხმაურიან გარემოში ყურის საცობების გამოყენება