ვაკანსია

2024-09-11

 

მომსახურების მენეჯერი


საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
🔸უმაღლესი განათლება
🔸ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, გამართული კომუნიკაციის უნარი;
🔸უცხო ენა ( გთხოვთ, ცოდნის დონე დააფიქსირეთ რეზიუმეში)
🔸 საოფისე პროგრამების ცოდნა.


ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
✔ პაციენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების მიღების გამარტივების მიზნით, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, მათთვის კონსულტაციის გაწევა (სწორი  გადამისამართება)
✔ კლინიკის  სერვისების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
✔ ელექტრონული რიგის მართვის სისტემასთან სწორად მუშაობის კონტროლი
 ✔ სხვადასხვა ფაქტორით (შიდა/გარე) გამოწვეული მომსახურების შეფერხების შემთხვევაში, მომსახურების სივრცეში მომლოდინე პაციენტების  ინფორმირება
✔ პრობლემური/არასტანდარტული შემთხვევების იდენტიფიცირება და აღნიშნულზე დროული რეაგირება
✔ უშუალო ხელძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში მიცემული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულება.


🚩დამატებითი ინფორმაცია:
➡სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე
➡ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული 

-------------------------------------------------------------------------------------------------

რეგისტრატორი


საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
🔸ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, გამართული კომუნიკაციის უნარი;
🔸უცხო ენა (გთხოვთ, ცოდნის დონე დააფიქსირეთ რეზიუმეში)
🔸 საოფისე პროგრამების ცოდნა.


პიროვნული თვისებები:
🔹 სწრაფი და ლოგიკური აზროვნების უნარი;
🔹სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
🔹 გუნდური მუშაობის უნარი;
🔹 პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
🔹პაციენტებისადმი არაკონფლიქტური და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;


ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
✔პაციენტთა რეგისტრაცია და ნაღდი ფულის სალაროში გატარება.
✔ სატელეფონო შემომავალ ზარებზე დროული და ამამომწურავი პასუხის გაცემა.
✔სწრაფი და ეფექტური მომსახურების გაწევა.
✔ უშუალო ხელძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში მიცემული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულება.


🚩დამატებითი ინფორმაცია:
➡სამუშაო დღეები: ორშაბათი -კვირა (5 სამუშაო დღე)
➡ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი+ბონუსი (საშუალოდ 1300ლ)

 

👉 დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელ.ფოსტის მისამართზე:
🌐 hr@khozrevanidze.ge
📩სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.


გისურვებთ წარმატებებს !✨

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

შპს „ხოზრევანიძის კლინიკის“ (ს/ნ:445435707) მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:

  • თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „ხოზრევანიძის კლინიკის“ ((ს/ნ:445435707) მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;
  • უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, შპს „ხოზრევანიძის კლინიკა“ (ს/ნ:445435707) თქვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს მომავალში შესაძლო დასაქმების შეთავაზების მიზნით;

თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.