ვირუსული გასტროენტერიტი

2024-06-21

ვირუსული გასტროენტერიტი არის გასტროინტესტინური ტრაქტის ინფექცია, რომელსაც ვირუსი (როგორც წესი, როტავირუსი) იწვევს. დაკავშირებულია საკმაოდ მაღალ ავადობასთან განვითარებულ ქვეყნებში.  ვლინდება ღებინებით და დიარეით (ცხელებით ან ცხელების გარეშე, ან მუცლის ტკივილით).

ვირუსული გასტროენტერიტი მეტწილად გადაეცემა ფეკალურ-ორალური გზით: შეიძლება დაკავშირებული იყოს დაბინძურებულ ხელებთან, ნივთებთან, საკვებთან და სასმელთან.

დეტალური ანამნეზი და გასინჯვა აუცილებელია ღებინების და/ან დიარეის მიზეზების შესაფასებლად და დეჰიდრატაციის დონის განსაზღვრის მიზნით.

 

პერორალური რეჰიდრატაციის თერაპია მკურნალობის ძირითადი მიმართულებაა. ვირუსული გასტროენტერიტი თვითგანკურნებადი დაავადებაა, რომელიც ძალიან კარგი პროგნოზით ხასიათდება სწორი მართვის შემთხვევაში, მაგრამ მკურნალობის გარეშე შეიძლება გამოიწვიოს გართულება: დეჰიდრატაციის, ელექტროლიტური დისბალანსისა და მეტაბოლური აციდოზის გამო.

გამოიყენება სათანადო პერორალური ხსნარებით (ORS), ასაკთან შესაბამისი კვების თანხლებით. საშუალო დეჰიდრატაციის მქონე ბავშვებში პერორალური რეჰიდრატაცია იგივენაირად ეფექტურია, როგორც ინტრავენური გადასხმები.

არსებობს პერორალური რეჰიდრატაციის ხსნარების სხვადასხვა შემადგენლობა, რომლებიც კომერციულად ხელმისაწვდომია და უსაფრთხოა. არ არის რეკომენდებული იმ სითხეების მიღება, რომლებშიც შედის გლუკოზისა და ელექტროლიტების არაფიზიოლოგიური კონცენტრაციები (მაგ. გაზიანი სასმელები და ტკბილი ხილის წვენები), რადგან ამ სითხეებში დიდი რაოდენობით ნახშირწყლებია, ელექტროლიტები ცოტაა და ოსმოლარობა მაღალია. მშობლებს ასევე უნდა აუხსნათ, რომ არ მისცენ ბავშვებს ჩვეულებრივი წყალი მწვავე გასტროენტერიტის დროს, რადგან მხოლოდ წყლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპონატრიემია და ჰიპოგლიკემია.

აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ პერორალური ხსნარი მცირე მოცულობით და ხშირი ინტერვალებით უნდა მიეწოდოს ბავშვს

რეკომენდირებული რთული ნახშირწყლებით მდიდარი საკვები (ბრინჯი, ფაფა, პური, ხორბალი და კარტოფილი), მჭლე ხორცი, ხილი და ბოსტნეული.

 

საშიშროების ნიშნები:

  • თუ თქვენს შვილს აქვს თანმხლები დაავადებები (მაგალითად, გულის ან თირკმელების პრობლემები, დიაბეტი, დღენაკლულობა)
  •  განავალში ან პირნაღებ მასაში  არის სისხლი
  •  მუცლის  ძლიერი ტკივილი
  •  თუ თქვენს შვილს აქვს შეუპოვარი ღებინება და მდგომარეობა უარესდება
  •  შარდვის შემცირება
  • ძილიანობა, ჭირვეულობა ან ხშირი ტირილი
  • ხშირი დეფეკაცია დიდი რაოდენობით სითხის შემცველი მასებით

 

პრევენცია:

პირადი ჰიგიენა უმნიშვნელოვანესია ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის. ეს მოიცავს ხელების ხშირად დაბანას, საკვების სწორ მომზადებასა და შენახვას. რეკომენდებულია ძუძუთი კვება, რადგან ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებს გასტროენტერიტის განვითარების რისკი გაცილებით ნაკლები აქვთ, ვიდრე ბოთლით კვების დროს.

 

                                                                                           პედიატრი - მანონი ბოლქვაძე