მხედველობის გამოკვლევა ბავშვებში

2022-11-30

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვა, რომელსაც დედები სვამენ კონსულტაციის დროს, არის შემდეგი - რა ასაკში უნდა გაიაროს ბავშვმა თვალის გამოკვლევა?
ძალიან ხშირად პასუხი აკვირვებთ.

👉 ამერიკული ოპტომეტრიული ასოციაციის რეკომენდაციების შესაბამისად (გაიდლაინი, 2017),
ბავშვებში მხედველობის გამოკვლევის სიხშირე შემდეგია:

🔸 ჯანმრთელი ბავშვის პირველი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს 6-დან 12 თვემდე;
🔸მინიმუმ ერთი გამოკვლევა სამიდან ხუთ წლამდე;
🔸 მხედველობის გამოკვლევა პირველ კლასში შესვლამდე;
🔸 ყოველწლიურად პირველ კლასის დასრულების შემდეგ;

👆რატომ არის ბავშვის მხედველობის მონიტორინგი ასე მნიშვნელოვანი უკვე ერთი წლიდან?

🔹️ფაქტობრივად, მხედველობის ფორმირებაზე დაკვირვება იწყება დაბადებისთანავე, როდესაც სამშობიაროში კეთდება ელემენტარული გარე თვალის გამოკვლევა. ექიმი-ნეონატოლოგი, აკვირდება ბავშვს დაბადებიდან პირველი თვის განმავლობაში და შესაბამისად ქმნის რისკ ჯგუფებს ახალშობილებში;
🔹️თუ ბავშვი ნაადრევად დაიბადა, განმეორებითი გამოკვლევებიც კი შეიძლება გახდეს საჭირო პირველი თვის განმავლობაში;
🔹️თუ ბავშვი არ არის რისკის ქვეშ, მაშინ პედიატრი აკვირდება ბავშვის მხედველობას პირველი 6-12 თვის განმავლობაში.

👁 იმის მიხედვით თუ როგორ და რა დროში აფიქსირებს მზერას, თვალს აყოლებს სათამაშოებს, შეიძლება ვიმსჯელოთ მისი ვიზუალური ფუნქციების ფორმირებაზე. ვინაიდან ვიზუალური სისტემა ჯერ კიდევ ვითარდება, მხედველობის მოვლა ადრეულ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვებს ემუქრებათ ამბლიოპიის, სტრაბიზმის, რეფრაქციული დარღვევების განვითარების რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა.

👉მხედველობის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს მეტყველების განვითარების შეფერხება და ფსიქოლოგიური პრობლემები.

👉მხედველობის დაკარგვის თავიდან აცილებაში ბავშვს დავეხმარებით, თუ დიაგნოზი დროულად დადგინდება და მკურნალობა დაინიშნება მხედველობის სისტემის განვითარების ადრეულ პლასტიკურ პერიოდში 1-დან 3 წლამდე.

                                                                                                                                             ბავშვთა ოფთალმოლოგი - ტატიანა ნიკიტჩინა