ვაკანსია რეგისტრატორის პოზიციაზე

2025-12-04

🏥 ხოზრევანიძის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

🔸ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, გამართული კომუნიკაციის უნარი;

🔸უცხო ენა ( ცოდნის დონე დააფიქსირეთ რეზიუმეში)

🔸 საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

🔹 სწრაფი და ლოგიკური აზროვნების უნარი;

🔹სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

🔹 გუნდური მუშაობის უნარი;

🔹 პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

🔹პაციენტებისადმი არაკონფლიქტური და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

✔პაციენტთა რეგისტრაცია და ნაღდი ფულის სალაროში გატარება.

✔ სატელეფონო შემომავალ ზარებზე დროული და ამამომწურავი პასუხის გაცემა.

✔სწრაფი და ეფექტური მომსახურების გაწევა.

✔ უშუალო ხელძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში მოცემული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულება.

🚩დამატებითი ინფორმაცია:

➡სამუშაო დღეები: ორშაბათი -კვირა (5 სამუშაო დღე)

➡ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი+ბონუსი

(საშუალოდ 1300ლ)

👉 გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელ. ფოსტის მისამართზე:

🌐 hr@khozrevanidze.ge

📩სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს !✨

 

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

შპს „ხოზრევანიძის კლინიკის“ (ს/ნ:445435707) მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:

  • თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „ხოზრევანიძის კლინიკის“ ((ს/ნ:445435707) მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;
  • უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, შპს „ხოზრევანიძის კლინიკა“ (ს/ნ:445435707) თქვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს მომავალში შესაძლო დასაქმების შეთავაზების მიზნით;

თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.