ცხვირის ძგიდის გასწორება - სეპტოპლასტიკა

2025-10-31

რა არის ცხვირის ძგიდ და რატომ იხრება

ცხვირის ძგიდე შედგება ხრტილოვანი და ძვლოვანი ნაწილისგან და ყოფს ცხვირის ღრუს ორ ნაწილად.
იდეალურ შემთხვევაში, ძგიდე უნდა იყოს სწორი და ჰაერი ორივე ნესტოდან თანაბრად უნდა მოძრაობდეს.
თუმცა ადამიანთა უმეტესობას, დაახლოებით 70-80%-ს მცირე ან მნიშვნელოვანი გადახრა მაინც აქვს.

ძგიდის გადახრა  შეიძლება იყოს:

  • თანდაყოლილი – დაბადებიდანვე არასწორი ფორმის;
  • შეძენილი – ტრავმის, ცხვირის მოტეხილობის ან ანთების შედეგად.

გადახრილი ძგიდე ხშირად თვალითაც კი შეუმჩნეველია, მაგრამ იწვევს სერიოზულ ფუნქციურ პრობლემებს.

 

როგორ გავლენას ახდენს ძგიდის გადახრა

ცხვირის ერთ მხარეს ჰაერი ნაკლებად გადის, ხოლო მეორე მხარეს გადატვირთვა და შეშუპება ვითარდება. შედეგად, პაციენტი ხშირად გრძნობს:

  • ცხვირით სუნთქვის გაძნელებას (განსაკუთრებით ერთ მხარეს);
  • მუდმივ გაჭედვას ან ხვრინვას;
  • ცხვირის სიმშრალეს ან ლორწოს შეგროვებას;
  • თავის ტკივილს, დაღლილობას, უძილობას;
  • ხშირ სინუსიტებს ან შუა ყურის ანთებებს;
  • სუნის შეგრძნების დაქვეითებას.

გარდა ამისა, პირით სუნთქვა იწვევს ყელის სიმშრალეს, ქრონიკულ ხველას და ზოგადად, ჟანგბადის დეფიციტს ორგანიზმში.

 

დიაგნოსტიკა

ცხვირის ძგიდის გამრუდების ზუსტი დადგენა ხდება ენდოსკოპიური კვლევის მეშვეობით.
სპეციალური ოპტიკური აპარატი ექიმს აძლევს საშუალებას ზუსტად შეაფასოს ცხვირის შიდა სტრუქტურები, ძგიდის ფორმა და გამტარობა.

ზოგიერთ შემთხვევაში, სრულად დასაზუსტებლად ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) — განსაკუთრებით მაშინ, როცა საჭიროა ოპერაციის დაგეგმვა ან სხვა თანმხლები პრობლემების (პოლიპები, სინუსიტი) შეფასება.

 

რა არის სეპტოპლასტიკა

სეპტოპლასტიკა არის ქირურგიული ოპერაცია, რომლის მიზანია ცხვირის ძგიდის გასწორება და ცხვირით სუნთქვის აღდგენა.
ოპერაცია სრულდება ენდოსკოპიური მეთოდით, რაც ნიშნავს, რომ არ არის გარე ჭრილობა, ჩარევა ხდება ცხვირის შიგნიდან, სპეციალური კამერის და მინიატურული ინსტრუმენტების დახმარებით.

ამ მეთოდით შესაძლებელია მხოლოდ იმ მონაკვეთის გასწორება, რომელიც უშლის სუნთქვას, ცხვირის ფორმა გარედან არ იცვლება, რადგან სეპტოპლასტიკა არის ფუნქციური ოპერაცია და არა ესთეტიკური.

 

ოპერაციის მსვლელობა

  • პროცედურა ტარდება ზოგად ანესთეზიაში (ან ზოგჯერ ადგილობრივშიც).
  • საშუალო ხანგრძლივობა - 30-40 წუთი.
  • ექიმი ასწორებს გადახრილ ძგიდეს, აშორებს ზედმეტ ხრტილს ან ძვალს, რაც ბლოკავს სასუნთქ გზებს.
  • ოპერაციის დასრულების შემდეგ ცხვირში თავსდება სპეციალური რბილი სილიკონის ტამპონები, 1–2 დღე.

პაციენტი ჩვეულებრივ კლინიკიდან გაეწერება მეორე დღესვე და სრულად უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ ტემპს 7–10 დღეში.

 

თანამედროვე ენდოსკოპიური სეპტოპლასტიკის უპირატესობები

  • არ არის გარე ნაკერი ან დეფორმაცია
  • უმტკივნეულო პროცედურა
  • მინიმალური სისხლდენა
  • სწრაფი რეაბილიტაცია
  • ბუნებრივი სუნთქვის სრულად აღდგენა
  • ხვრინვის და ქრონიკული დაღლილობის შემცირება

 

ოპერაციის შემდეგი პერიოდი

პირველი რამდენიმე დღე შეიძლება იყოს მცირე შეშუპება ან ცხვირის სიმშრალე, რაც ბუნებრივი რეაქციაა. ექიმი ინიშნავს:

  • სპეციალურ სპრეებს და გამწმენდ საშუალებებს;
  • მსუბუქ ტკივილგამაყუჩებლებს საჭიროების შემთხვევაში;
  • ფიზიკური დატვირთვის დროებით შეზღუდვას (დაახლოებით ერთი კვირით).

შედეგი იგრძნობა უკვე პირველი კვირის ბოლოს - სუნთქვა ხდება ღრმა, თავისუფალი და სიმეტრიული.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი სეპტოპლასტიკის ჩატარება

ძგიდის გამრუდება არა მხოლოდ დისკომფორტის გამომწვევია, არამედ, დროთა განმავლობაში ის შეიძლება გახდეს მიზეზი ქრონიკულ სინუსიტის, სმენის პრობლემების, ჟანგბადის ნაკლებობის და ზოგჯერ გულის რიტმისა და წნევის დარღვევისაც კი.
სწორი სუნთქვა კი პირდაპირ კავშირშია ტვინის ჟანგბადით მომარაგებასთან, ძილის ხარისხთან და ენერგიულობასთან.

 

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

თუ გაწუხებთ:

  • ცხვირით სუნთქვის მუდმივი გაძნელება
  • ხვრინვა ან უძილობა
  • ხშირი სინუსიტი
  • სუნის შეგრძნების დაქვეითება
  • თავის ტკივილი ან დაღლილობა ჟანგბადის ნაკლებობის გამო

დროული დიაგნოსტიკა და სეპტოპლასტიკა დაგიბრუნებთ სრულფასოვან სუნთქვას და ცხოვრების ენერგიას.

 

სეპტოპლასტიკა ხოზრევანიძის კლინიკაში

ხოზრევანიძის კლინიკაში სეპტოპლასტიკა ტარდება თანამედროვე ენდოსკოპიური ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტეს და უსაფრთხოებას.
ჩვენი ოტორინოლარინგოლოგები იყენებენ მინიმალური ინვაზიურობის მქონე მეთოდებს, რომლებიც აერთიანებს:

  • ზუსტ ვიზუალიზაციას ოპერაციის დროს,
  • სწრაფ რეაბილიტაციას,
  • უმტკივნეულო პროცესს და ბუნებრივ შედეგს.

კლინიკაში პაციენტი გადის სრულ დიაგნოსტიკას - ენდოსკოპიური კვლევა, საჭიროების შემთხვევაში ტომოგრაფია და შემდგომ ინდივიდუალურად შერჩეული მკურნალობის გეგმა.