ვიტამინ B12-ის დეფიციტი

ვიტამინი B12, იგივე კობალამინი, არის წყალში ხსნადი ვიტამინი. მას ორგანიზმი არ გამოიმუშავებს, იგი ცხოველური წარმოშობის საკვებში გვხვდება.
ვიტამინი B12 აუცილებელია დნმ-ის სინთეზისა და ჯანმრთელი ნერვული სისტემისათვის. იგი აგრეთვე მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების – ერითროციტების ფორმირებაში, რომლებიც ქსოვილებისთვის ჟანგბადისა მიწოდებას უზრუველყოფენ.
ვიტამინის დეფიციტის მიზეზები უმეტესწილად შემდეგია: არასრულფასოვანი კვება, შინაგანი ფაქტორის დათრგუნვა, აბსორბციის დათრგუნვა თეძოს ნაწლავიდან, გენეტიკა, მედიკამენტები.
ვიტამინ B12-ის დეფიციტი, ჩვეულებრივ, მოკლე ხანში არ იჩენს თავს, რადგან ადამიანების უმრავლესობას, ვეგეტარიანელების გარდა, ღვიძლში B12-ის რამდენიმე წლის მარაგი აქვთ. მისი დეფიციტისას აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: დაღლილობა, ანემია, თავბრუსხვევა, სმენის პრობლემები, უმადობა, მეხსიერების დაკარგვა.
იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ვიტამინის დეფიციტის შევსება, არსებულმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს:
- კოგნიტიური დარღვევები, მათ შორის დემენცია & ალცჰეიმერის დაავადება;
- ბავშვებში სწავლისა და/ან განვითარების დარღვევები, მათ შორის აუტიზმის სპექტრი;
- ქალისა და მამაკაცის უნაყოფობა;
- გაფანტული სკლეროზი, პარკინსონი და სხვა ნევროლოგიური დარღვევები;
- კანის ჰიპერპიგმენტაცია;
- დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია და სხვა ფსიქოლოგიური დარღვევები;
- ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია;
- დიაბეტური ნეიროპათია;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
- აუტოიმუნური მდგომარეობები.
B 12 ვიტამინის შემცველი პროდუქტებია: რძე, საქონლის ხორცი, ორაგული, კალმახი, კვერცხი და ა.შ.
