რამდენად მნიშვნელოვანია ლაბორატორიული გამოკვლევები ადამიანის ჯანმრთელობისთვის

ლაბორატორიულ გამოკვლევებს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თანამედროვე მედიცინაში. სხვა სადიაგნოსტიკო საშუალებებთან ერთად, მათი შედეგები ეხმარება ექიმს დაავადების აღმოჩენასა და სიმწვავის განსაზღვრაში, მკურნალობის დაგეგმვაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში, დაავადების განვითარების რისკების შეფასებასა და მათ პრევენციაში. სწორედ ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ანალიზების ხარისხიანად შესრულებასა და ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტია მისი შესრულების სისწრაფეც.
რა ტიპის გამოკვლევები არსებობს ლაბორატორიულ მედიცინაში დღეს ?
ლაბორატორიული გამოკვლევების ჩამონათვალი ძალიან ვრცელია, თუმცა შეგვიძლია მათი ზოგადი ჯგუფები ჩამოვთვალოთ. ესენია:
- კლინიკური ნაწილი / ბიოქომია
- ჰემატოლოგია ● ჰემოსტაზი ● სეროლოგია
- იმუნოლოგია
- ენდოკრინოლოგია ● ონკოლოგია
გაამარტივა თუ არა თანამედროვე ტექნოლოგიებმა ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება?
რა მნიშვნელობა აქვს ლაბორატორიის ხარისხის შიდა და გარე კონტროლს?
ლაბორატორიის ხარისხის კონტროლი უმნიშვნელოვანესია სრულფასოვანი ანალიზების ჩასატარებლად. ხოზრევანიძის კლინიკის ლაბორატორიაში მოქმედებს ხარისხის შიდა კონტროლი, რაც აუცილებელი პროცედურაა ყოველდღიური მუშაობის დაწყებამდე. ამისთვის ვიყენებთ სპეციალურ ხსნარებს, რომლებსაც ამა თუ იმ კვლევის წინ ვათავსებთ ანალიზატორში. მიღებული მაჩვენებლების საფუძველზე ვრწმუნდებით აღჭურვილობის გამართულობაში და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ ნიმუშების ანალიზს. ლაბორატორიის ხარისხის გარე კონტროლისთვის კი, ხოზრევანიძის კლინიკაში დანერგილია საერთაშორისო სისტემა —EQAS Exsternal Quality Assurance Services (გერმანია).
