რამდენად ხშირად უნდა შევიმოწმოთ მხედველობა?

ხშირად პაციენტები ოფთალმოლოგს მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც მხედველობა უკვე მკვეთრად არის დაქვეითებული. თუმცა, მხედველობის ორგანოს შემთხვევაში ლოდინი არასდროსაა გამართლებული.რეგულარული პროფილაქტიკური შემოწმებასაუკეთესო გზაა პათოლოგიების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად და თვალის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
მხედველობის შემოწმების სიხშირე დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და ცხოვრების წესზე. გაეცანით რეკომენდაციებს ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:
ბავშვები და მოზარდები (0–18 წელი)
ბავშვის მხედველობის განვითარება ადრეული ასაკიდანვე საჭიროებს მეთვალყურეობას. რეკომენდებული ვიზიტების განრიგია:
- სიცოცხლის პირველ თვეში;
- 1 წლის ასაკში;
- 3 წლის ასაკში;
- სკოლაში შესვლამდე პერიოდში;
- სკოლის პერიოდში —წელიწადში ერთხელ(18 წლამდე).
18-დან 40 წლამდე
ამ ასაკობრივ ჯგუფში ვიზიტების სიხშირე ინდივიდუალურია, თუმცა ზოგადი რეკომენდაციაა ოფთალმოლოგთან ვიზიტი1-2 წელიწადში ერთხელ.
მნიშვნელოვანია:თუ ატარებთ სათვალეს ან კონტაქტურ ლინზებს, ან თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია კომპიუტერთან და ციფრულ მოწყობილობებთან ხანგრძლივ მუშაობასთან, შემოწმება აუცილებელიაწელიწადში ერთხელ.
მნიშვნელოვანია:თუ ატარებთ სათვალეს ან კონტაქტურ ლინზებს, ან თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია კომპიუტერთან და ციფრულ მოწყობილობებთან ხანგრძლივ მუშაობასთან, შემოწმება აუცილებელიაწელიწადში ერთხელ.
40-დან 60 წლამდე
40 წლის შემდეგ თვალში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების რისკი იზრდება, ამიტომ შემოწმება რეკომენდებულიაყოველწლიურად. ამ პერიოდში იმატებს ისეთი დაავადებების განვითარების ალბათობა, როგორიცაა:
- კატარაქტა;
- გლაუკომა;
- ასაკთან დაკავშირებული სხვა პათოლოგიები.
60 წელი და ზემოთ
ამ ასაკში აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტიწელიწადში ერთხელ მაინც, ხოლო მკურნალი ექიმის მითითებით — უფრო ხშირადაც, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ?
ნუ დაელოდებით გეგმიურ ვიზიტს, თუ შენიშნავთ შემდეგ სიმპტომებს:
- მხედველობის არეში ე.წ.„მფრინავი ბუზების“გაჩენა;
- თვალშინათებებისან „ელვის“ შეგრძნება;
- მხედველობისდანისლვაან დაბურვა;
- მხედველობისუეცარი და მკვეთრი გაუარესება.
გახსოვდეთ: დროული დიაგნოსტიკა მხედველობის შენარჩუნების გარანტიაა!
