პაპილომავირუსული ინფექცია (HPV ინფექცია)

პაპილომავირუსული ინფექცია ( HPV ინფექცია)
მიმოხილვა
HPV ინფექცია არის ვირუსული ინფექცია, რომელიც ჩვეულებრივ იწვევს კანის ან ლორწოვანი გარსის წარმონაქმნებს (მეჭეჭებს). ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) 100-ზე მეტი სახეობა არსებობს.ზოგიერთი ტიპის HPV ინფექცია იწვევს მეჭეჭებს, ზოგიერთმა კი შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ტიპის კიბო: საშვილოსნოს ყელის, საშოს, ვულვის და სხვა.
რ ისკის ფაქტორები
- სექსუალური პარტნიორების რაოდენობა.რაც უფრო მეტი სექსუალური პარტნიორი გყავთ, მით უფრო მაღალია გენიტალური HPV ინფექციით დაინფიცირების ალბათობა .
- ასაკი.გენიტალური მეჭეჭები ყველაზე ხშირად გვხვდება მოზარდებში და ახალგაზრდებში
- დასუსტებული იმუნური სისტემა.
- დაზიანებული კანი.
- პირად მა კონტაქტ მა დაავადებულთან(მეჭეჭთან შეხება, საზოგადოებრივი შხაპით ან საცურაო აუზით სარგებლობამ) შესაძლოა გაზარდოს HPV ინფექციის რისკი .
სიმპტომები
გენიტალური მეჭეჭები :
ბრტყელი დაზიანებების სახით, ყვავილოვანი კომბოსტოს მსგავსი პატარა მუწუკები ან პატარა ღეროს მსგავსი წანაზარდები. ქალებში, გენიტალური მეჭეჭები უმეტესად ვულვაზე ჩნდება, მაგრამ ასევე შეიძლება მოხდეს ანუსზე, საშვილოსნოს ყელზე ან საშოში.
Საშვილოსნოს ყელის კიბოს
საშვილოსნოს ყელის თითქმის ყველა კიბო გამოწვეულია HPV ინფექციით.
HPV ინფექციასა და საშვილოსნოს ყელის კიბოს დასაწყისში არ გააჩნია გამოხატული სიმპტომები.
გამოკვლევები
იმის გამო, რომ ადრეული საშვილოსნოს ყელის კიბო არ იწვევს სიმპტომებს, მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა რეგულარულად გაიარონ სკრინინგის ტესტები საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე ცვლილებების გამოსავლენად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კიბო:
- პაპ ტესტი მინიმუმ ყოველ სამ წელიწადში ერთჯერ
- კოლპოსკოპია
- HPV დნმ ტესტი - საჭიროებისამებრ შემთხვევაში ჩატარდეს რათა განისაზღვროს ვირუსის ტიპი (საშიში ან არასაშიში)
მკურნალობა
პრევენცია
HPV ვაქცინა, რომელიც დამტკიცებულია U.S. Food and Drug Administration მიერ და შეიძლება გამოყენებულ იქნას მამაკაცებში, გოგონებში და ქალბატონებში საშვილოსნოს ყელის კიბოსა და გენიტალური მეჭეჭებისგან დასაცავად.
