მუცლის ტკივილი ბავშვებში

მუცლის ტკივილი ბავშვთა ასაკში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია. მუცლის ტკივილის მანიფესტაცია შესაძლებელია იყოს :
- მწვავე - თუ ის გრძელდება რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში (არაუმეტეს 7 დღისა)
- ქორნიკული - იგულისხმება მუცლის ტკივილის სამი და მეტი ეპიზოდი უკანასკნელი სამი თვის მანძილზე.
მუცლის მწვავე ტკივილის მიზეზი:
- მუცლის დახურული ტრავმა: შინაგანი ორგანოების კონტუზია, ჰემატომა, ჰემორაგია, პერფორაცია.
- გასტროინტესტინური : ( კუჭ-ნაწლავის ტრაქტი)
ობსტრუქციული პროცესი და პერიტონეუმის გაღიზიანება, მალროტაცია, ინვაგინაცია, შეხორცებითი გაუვალობა, ჩაჭედილი თიაქარი, აპენდიციტი, ობსტრუქცია უცხო სხეულით, სიმსივნით, ფეკალომით, ჰელმინთებით. ინტრააბდომინური დაავადებები :ინფექციური გასტროენტერიტი და კოლიტი (ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული), პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, ჰეპატიტი, პეპტიური დაავადება და სხვ. ექსტრააბდომინური დაავადებები :მენინგიტი, პნევმონია, სტრეპტოკოკული ფარინგიტი, შუა ყურის ანთება, მიოკარდიტი/პერიკარდიტი. მეტაბოლური დარღვევები :დიაბეტური კეტოაციდოზი, პორფირია, ურემია, თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა. სისტემური დაავადებები : ნამგლისებური ანემია, ჰენოხ-შონლაინის დაავადება, კავასაკის დაავადება.
მუცლის ქრონიკული ტკივილი
➡გასტროინტესტინური სისტემა (კუჭ-ნაწლავის ტრაქტი)
:ქრონიკული ყაბზობა, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, პარაზიტული ინფექცია (ამებიაზი, გიარდიაზი), საკვების აუტანლობა (მაგ.: ლაქტოზის), გასტროეზოფაგური რეფლუქსი,Helicobacter pyloriინფექცია, ცელიაკია...
➡შარდ-სასქესო სისტემა :საშარდე გზების ინფექცია, შარდკენჭოვანი დაავადება, საშარდე გზების ობსტრუქცია, საკვერცხის ცისტა, ენდომეტრიოზი, მენჯის ანთებითი დაავადება. სხვა აბდომინური ეპილეფსია, ძალადობა (ფიზიკური, ემოციური, სექსუალური).
მუცლის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები ე.წ.„განგაშის ნიშნები "
მოულოდნელი, მწვავე მუცლის ტკივილი, რომლის ინტენსივობა ყოველ საათში იმატებს და რომელსაც ახლავს:
- მუცლის პროგრესული შებერვა; 🔹ჰემატემეზისი,( სისხლიანი ღებინება წითელი ან მოყავისფრო მასებით) ჰემატოხეზია(წითელი ფერის სისხლიანი მინარევი განავალში) ან მელენა(შავი, კუპრისებრი, განავლოვანი მასები) 🔹 შეუპოვარი ღებინება (ზოგჯერ ნაღვლის ან ფეკალური მასების მინარევით); 🔹 შოკის ნიშნები; 🔹 ცხელება; 🔹 ორთოსტატიული ჰიპოტენზია; 🔹პერიტონიუმის გაღიზიანების ნიშნები: დეფანსი (კუნთების ლოკალური რიგიდობა), ლოკალური მტკივნეულობა, ბლუმბერგის ნიშანი; 🔹 ოლიგურია ( ძალზე მცირე რაოდენობის შარდის გამოყოფა.) 🔹 შესაძლებელია იყოს ნაწლავთა მოქმედების ან გაზების გამოყოფის შეფერხება, ნაწლავთა გაძლიერებული ყურყური ან პერისტალტიკის გაქრობა, დიარეა; 🔹მოგვიანებით - ლეიკოციტოზი, ნეიტროფილოზი, ფორმულის მარცხნივ გადახრა, აჩქარებული ედსი.
დიაგნოსტიკურ-ლაბორატორიული კვლევები და სპეციალისტთა კონსულტაციები
უმეტეს შემთხვევაში, მუცლის მწვავე ტკივილის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიკაცია შესაძლებელია ანამნეზის და ფიზიკალური გასინჯვის საფუძველზე.
