კოქსაკის ვირუსი

ხელის, ტერფის და პირის დაავადებაბავშვთა ასაკში გავრცელებული ინფექციაა. ხასიათდება სუბფებრილური ცხელებით, მტკივნეული წყლულებით პირის ღრუში და ვეზიკულებით მტევნებსა და ტერფებზე.
დაავადების ყველაზე ხშირი გამომწვევი - კოქსაკივირუსის ჯგუფის ვირუსებია- კოქსაკი A5, 10 და 16 . ენტეროვირუსი 71 (EV71) ასევე იწვევს ამ დაავადებას, მძიმე ფორმით.
კოქსაკი აშშ-ის ქალაქის სახელწოდებაა, სადაც აღირიცხა პოლიომიელიტისმაგვარი დაავადების ეპიდემია, გამოწვეული იმ დროისთვის უცნობი ვირუსით. მომავალში იდენტიფიცირებულმა ვირუსმა მიიღო კოქსაკის სახელწოდება. 6 თვემდე ბავშვებს თითქმის არასოდეს ემართებათ კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ინფექცია, რაც დედისგან მიღებულ იმუნიტეტს უკავშირდება. დამახასიათებელია ზაფხულ-შემოდგომის სეზონურობა. დაავადება ტოვებს ხანგრძლივ იმუნიტეტს. ამ ინფექციის ერთ-ერთი თავისებურებაა ჯანმრთელი ვირუსმატარებლობა, რაც განაპირობებს სპორადული ფორმების მუდმივ აღმოცენებას და მასობრივ დაავადებებს. ცნობილია ინფექციის გავრცელების ვერტიკალური გზაც, ანუ დედისგან ნაყოფზე გადაცემა.
რეზერვუარი- დაავადებული ან რეკონვალესცენტი ადამიანია
ეპიდემიოლოგია- დაავადება ძირითადად გვხვდება სპორადული შემთხვევების სახით, მაგრამ ფიქსირდება ეპიდაფეთქებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კოქსაკივირუსული ინფექცია განსაკუთრებით გადამდებია. აშშ-ში ეპიდაფეთქებები დაახლოებით ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ფიქსირდება. შემთხვევები ყველაზე ხშირია <10 წლამდე ბავშვებში, თუმცა, ინფექცია შეიძლება განვითარდეს უფრო მოზრდილ ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებშიც. ხშირია დაავადება აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, როგორიცაა ტაივანი და მალაიზია.
კლინიკური ნიშნები: შემთხვევათა უმეტესობაში დამახასიათებელია
- სუბფებრილური ცხელების უეცარი დაწყება
- უმადობა
- ყელის ტკივილი
- ხველა
- მუცლის ტკივილი, დიარეა და ზოგადი სისუსტე
- ზოგჯერ ვლინდება ართრალგია (სახსრების ტკივილი).
ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 3-4 დღეს, ამის შემდეგ პირის ღრუს ლორწოვან გარსზე ჩნდება წყლულები, გამონაყარი ხელისგულებზე, ფეხისგულებსა და დუნდულებზე შეიძლება განვითარდეს 1-2 დღეში. დაავადება შეიძლება ვლინდებოდეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნითა და სიმპტომით, ან მხოლოდ რამდენიმე მათგანით. ჩვეულებრივ, პაციენტი სპონტანურად გამოჯანმრთელდება გართულებების გარეშე.
ლაბორატორიული ტესტირება ძირითადად არ არის საჭირო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არსებობს 71 ტიპის ენტეროვირუსთან ექსპოზიციის შესაძლებლობა (EV71). EV71 იწვევს დაავადების მძიმე ფორმას, რომელიც საჭიროებს მეტ კვლევას გართულებების ადრეულ ეტაპზე აღმოსაჩენად.იგი ყველაზე საშიშია იმუნოდეფიციტის მქონე პირებისა (ონკოლოგიური ავადმყოფები, აივინფიცირებულები) და ახალშობილებისთვის.
პირობითად შეიძლება გამოვყოთ ენტეროვირუსებით გამოწვეული დაავადებების ორ ჯგუფი:
I.პოტენციურად მძიმე:
- სეროზული მენინგიტი;
