ტრავმატოლოგია

ხოზრევანიძის კლინიკაში ხელმისაწვდომია ბავშთა ორთოპედ-ტრავმატოლოგის მომსახურება, ჩვენთან შესაძლებელია როგორც ამბულატორიული ვიზიტის განხორციელება, ასევე გეგმიური სტაციონარული მომსახურება აღნიშნული მიმართულებით. 

ორთოპედია (ბერძნული სიტყვაა- ὀρθός-"სწორი"παιδεία- "აღზრდა") სამედიცინო მიმართულებაა, რომელიც შეისწავლის, პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკას და მკურნალობას ძვალ-კუნთოვანი სისტემის თანდაყოლილი თუ შეძენილი დეფორმაციების, (ძვალ-სახსროვანი, კუნთების, მყეს-იოგოვანი აპარატის დეფორმაციები) მათ შორის უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიას (ანუ განუვითარებლობა)  რომლის დიაგნოსტირება უნდა მოხდეს მშობიარობის პერიოდში სამეანო ბლოკში. პირველი გეგმიური ვიზიტი ორთოპედთან უნდა განხორციელდეს 1თვის, 3 თვის, 6 თვის და 1 წლის ასაკში. დიაგნოზის დადასტურება ხდება კლინიკურდ, ექიმი ორთოპედის გასინჯვით, ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური კლვევების საშუალებით.

ბავშვთა ძვალ-სახსროვანი სისტემის თავისებურებიდან გამომდინარე ხდება მათი დაზიანება სხვადასხვა ტრავმის დროს, განსაკუთრებით ბავშვთა ტრავმატიზმი მატულობს გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში მათი ფიზიკური ატივობის მატების თანმხლებად. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმ ტრავმატოლოგს თუ თქვენს შვილს აღენიშნებაб შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა, ზედა თუ ქვედა კიდურში, რათა გამოირიცხოს სხვადასხვა ამოვარდნილობა, სუბპერიოსტალური მოტეხილობა.